top of page
Writer's pictureქრისტინა კვაჭანტირაძე

ხვიჩა -ახალი ვარსკვლავის დაბადება




ბოლო დროს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში რამდენიმე დამაიმედებელი ახალგაზრდა გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც დებიუტი 2019 წელს გიბლატართან გამართულ მატჩში ჰქონდა. კვარაცხელიამ სადებიუტო მატჩი 47-ე წუთზე იძულებითი ცვლილებით დატოვა, თუმცა გულშემატკივრებზე მაინც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ხვიჩა კვარაცხელია თბილისის ,,დინამოს’’ აღზრდილია, 2017 წელს მან ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, შემდეგ იყო რუსთავში გატარებული 2018 წლის სეზონი და 18 თამაშში შეგდებული 3 ბურთი. 2020 წელს ხვიჩა მოსკოვის ,,ლოკომოტივს’’ შეუერთდა , საიდანაც იჯარის წესით ყაზანის ,, რუბინში’’ გადავიდა.




28 მარტს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას გოლით საქართველომ პირველი ტაიმი მინიმალური უპირატესობით - 1:0 დაასრულა. მარცხენა ფლანგზე მოასპარეზე ქართველთა მე-18 ნომერმა მოწინაამღდეგე გუნდს ორი ყვითელი ბარათი მიაღებინა , მე-2 ტაიმის დასაწყისს კი ესპანელთა მწვრთნელი, ლუის ენრიკე, იძულებული გახდა ცენტრალური მცველი შეეცვალა.



რუსულმა გამოცემა Championat.com-მა ესპანეთთან გატანილი გოლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას წერილი მიუძღვნა, რომელშიც ივარაუდა, რომ ამ გოლით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. ,,ხვიჩა ჩვენს თვალწინ ძვირდება! "რუბინის" ლიდერმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში იასპარეზა. ახლა კვარაცხელიას ესპანეთშიც იცნობენ!", - ვკითხულობთ წერილის სათაურში.

მატჩის დასასრულს კვარაცხელიას წარმატება უწინასწარმეტყველეს ესპანელებმაც.

ხვიჩას პროგრესი არც საფეხბურთო საიტებს დაუტოვებიათ უყურადღებოდა.

,,ტრანსფერმარკტის" ( საიტი,სადაც ფეხბურთელთა რეიტინგი და საბაზრო ღირებულებაა მოცემული) ექსპერტების აზრით, კვარაცხელია ახლა ღირებულების მიხედვით რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე სწრაფად მზარდ მოთამაშეთა ხუთეულშია. ამავდროულად, აშკარაა, რომ ყაზანური კლუბი თავის ყველაზე ძვირად ღირებულ აქტივს პორტალზე მითითებულ ფასად (10 მილიონი) არ გაუშვებს.


რთულია, 20 წლის ფეხბურთელის კარიერის განსაზღვრა , თუმცა ხვიჩაში რომ ქართული ფეხბურთის მომავალი ჩანს , აშკარაა. კვარაცხელიას სიტყვებით, წარმატების მთავარი გასაღებია - ,, უფლის იწამე მარად!’’. ამ რწმენით დინამო არენა მთელი მატჩის განმავლობაში სკანდირებდა მის სახელს. რწმენის და იმედების საფუძველი ჩაყრილია, მივა თუ არა წალენჯიხელი ბიჭი დიდებამდე - ამას დრო გვიჩვენებს.



12 views0 comments

Commenti


bottom of page