ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა, იგი არღვევს სოციალურ, ეკონომიკურ, რასობრივ, გენდერულ, კულტურულ და სხვა საზღვრებს. მისი არსებობის სიმწვავე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის, როგორც შიდასახელმწიფოებრივ მდგომარეობასა და ოჯახურ პირობებზე, ასევე პირის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ოჯახი არის ადგილი, სადაც ადამიანი სრულფასოვან პიროვნებად ყალიბდება; ადგილი, სადაც ადამიანი თავს დაცულად და თავისფულად უნდა გრძნობდეს, ხოლო ამ გარემოებების დარღვევას მეტად მძიმე შედეგებამდე მივყავართ. ოჯახური ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მეორეზე ძალადობას გულისხმობს, მაგრამ დღეს ჩვენ განვიხილავთ ოჯახში ქალებზე ძალადობას.
„2014 წელს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა განიხილა საქართველოს გაერთიანებული მეოთხე და მეხუთე პერიოდული ანგარიში და მიიღო დასკვნითი რეკომენდაციები. ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა ზოგიერთ საკითხებთან დაკავშირებით“ საკითხები ასე გამოიყო: 1. ქალების ზრდადი რიცხვი, რომლების მოკლეს ან/და იძალადეს მათზე სექსუალურად, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სხავ. 2. ძალადობის შესახებ შეტყობინებების დაბალი მაჩვენებელი, არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, მათი აზრით ეს განპირობებული იყო იმით, რომ მსხვერპლი ქალები არ ენდობოდნენ პოლიციას და შესაბამის უწყებებს. 3. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კრიზისული ცენტრებისა და ქალთა თავსესაფრების ნაკლებობა. 4. ქალთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევით ჩატარებული ქალწულობის ტესტები.
2014 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტიდან მხოლოდ მე-4 პუნქტი შესაძლოა ითქვას, რომ ასე თუ უსე გამოსწორდა. მაგრამ დანარჩენი სამი დღემდე რჩება სახელმწიფოსთვის დაუძლეველ პრობლემად, რაც ადასტურებს, რომ ის მექანიზმები, რომლითაც მთავრობა რეაგირებს არაეფექტურია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ: საქართველოში გამოკითხული ქალების 23%-სა და 31%-ს მიააჩნია, რომ ცოლის ცემა გამართლებულია. ამავე კვლევის თანახმად 7-დან 1 ქალი საქართველოში დღესაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ამ ქალების 9% კი ბავშვობაში გახდა ძალადობის მსხვერპლი. ესეიგი, ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობა ერთმანეთს კვეთს. ბავშვზე ძალადობა ხორციელდება იმის გამოც, თუ რა გენდერს მიეკუთვნება ის. ასე თუ ისე, ეს სტატისტიკა ძალადობის პრობლემასთან ერთად გამოკვეთს იმ ფაქტს, რომ საზოგადოება არ იღებს და არ ეხმარება მსხვერპლს, პირიქით, იწყებს მის დადანაშაულებას. ამ მხრივ, ბუნებრივია, კანონი ერთმნიშვნელოვანია, მოძალადე უნდა დაისაჯოს და მასთან ერთად თანამონაწილეც, ის, ვინც ხელს აფარებს მოძალადეს, მაგრამ სტატისტიკურ მონაცემებში კვლავ მსხვერპლი ქალების მაღალი რაოდენობა ფიქსირდება და ამის შეცვლას ცნობიერების ამაღლება, განათლების სისტემის ძირეული ცვლა, სხვა მასშტაბური ღონისძიებები სჭირდება.
2018 წელს შშს-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით ფემიციდის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ხუთი მოკლულია ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო ექვსი სხვა პირის მიერ. აქედან აღასანიშნავია, რომ სხვა პირის მიერ ჩადენილი 6 მკვლელობიდან 1 ფაქტი ჩაიდინა პარტნიორმა.
დიაგრამა გვიჩვენებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცხელი ხაზზე განხორციელებულ ზარებს. მწვანე ფერი კაცების მიერ განხორციელებული ზარები, წითელი ფერით აღნიშნულია ქალების მიერ განხორციელებული ზარები.
ინფოგრაფიკა ვრცლად იხილეთ აქ.
ავტორი: მარიამ ქავთარაძე
Comments