ჩვენ შესახებ
Weekly Brief არის ანალიტიკური მედია პლატფორმა, რომელიც აერთიანებს კვირის ყველა მთავარ პოლიტიკურ მოვლენას, როგორც ადგილობრივს, ისე საერთაშორისოს.
პლატფორმა შეიქმნა 2021 წლის 9 მარტს „მობილური ჟურნალისტიკის“ კურსის ფარგლებში. მისი შემქმნელები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტები.
სხვა ბლოგებთან შედარებით, ჩვენ უფრო ჩავუღრმავდებით პოლიტიკურ საკითხებს. ბლოგი არ დაუშვებს მიკერძოებულობას ფაქტების შერჩევისა და გაშუქების დროს. ის გაშუქდება გამართული, თანამედროვე და გამარტივებული ენით, რადგან საზოგადოების ყველა წევრს ჰქონდეს გაანალიზებისა და ახალი ინფორმაციის გაცნობის საშუალება.
ბლოგის ამოცანაა, მობილური ჯურნალისტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით
მიაწოდოს სიმართლე, ზუსტი, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, სიღრმისეული ანალიზითა და საიმედო წყაროებით.
ბლოგის მთავარი მიზანია პოლიტიკური საკითხებისა წარმოჩინება, დავანახოთ ესა თუ ის პრობლემები საზოგადოებასა და სახელმწიფოს უფრო მკაფიოდ და წამოვჭრათ მათი გადაჭრის გზები.
გვერდის განახლება და ახალი ინფორმაციის ატვირთვა მოხდება კვირაში ერთხელ-ყოველ შაბათს, 20:00 საათზე.