top of page
Writer's pictureრატი სარდანაძე

ხელისუფლების "საცეცი"

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ისეთია, სხვა რომელიმე ფაკულტეტზე მოთხრობას თუ დაწერ, სოც. პოლს რომანი ეკუთვნის,მაგრამ დრო ისეთი რამეა, ყველაფერი კარგისგან მხოლოდ სახელს ტოვებს და ასეთი შემთხვევა გვაქვს ახლაც. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ტელევიზორში ვხედავდი სტუდენტებს, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ბანერებით ხელში იდგნენ. მაშინ კარგად ვერ ვაანალიზებდი რეალურად რა ხდებოდა და რა იყო ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი. კიდევ რამდენჯერმე მოვკარი თვალი ამ "სანახაობას" და მალევე მიმავიწყდა. მოდი კარმას დავაბრალოთ ის ფაქტი, რომ 2018 წელს მეც სოც. პოლის სტუდენტი გავხდი. სტუდენტობის პირველი წელი შესანიშნავი იყო, მეგონა მოვხდი იმ ადგილას სადაც უსამართლობასთან ბრძოლა არ მომიწევდა, მაგრამ შევცდი.


პირველ კურსს ვასრულებდი, როდესაც ბავშვობაში ნანახი სტუდენტური პროტესტის კადრები გონებაში ამომიტივტივდა. მოგონებების ამგვარი გაღვიძება გამოიწვია სტუდენტური თვითმმართველობის სამარცხვინო საქციელმა. კარგად მახსოვს ივლისის ცხელი საღამო იყო, მეორე დღეს ფინალური გამოცდა მქონდა და ვემზადებოდი. ჩვეულებისამებრ შესვენება მომინდა და პირველი რაც ჩემს სიახლეების ზოლში დამხვდა ეს განცხადება იყო :


სტუდენტების გამოხმაურების შემდეგ კი აღნიშნული განცხადება უბრალოდ გაქრა, მაგრამ არა ჩვენი გონებიდან. ეს იყო ერთერთი ყველაზე სამარცხვინო ქმედება, რომელსაც არ მეგონა უნივერსიტეტში თუ გადავაწყდებოდი. კონკრეტულმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა რამდენიმე ათასი სტუდენტის სახელით მსგავსი, სერიოზულობას მოკლებული შინაარსის მქონე განცხადება გაეკეთებინა. ამ ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე გამერკვია ყველაფერი, რატომ მოხდა ის რაც მოხდა 2016-ში.ამ კველა-ძიების დროს, ბევრისაკმაოდ საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე თვითმმართველობის შესახებ, გავიგე გაფლანგულ ათასებზე, იმ დროს როდესაც ყოველწლიურად ასობით სტუდენტი უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა სწავლის საფასურის გადახდას. მალევეგავიცანი ადამიანები, რომლებიც სტუდენტური პროტესტის მთავარმოქმედ გმირებსწარმოადგენდნენ და რომლებიც სწორედ ის ადამიანები აღმოჩდნენ, ბავშვობაში ტელეეკრანებზე, რომ ვხედავდი . მალევე მივხვდი , რომ სტუდენტური თვითმმართველობა არ არის ის რადაც თავი მოაქვს, ფასადური დაკვირვებით რა თქმა უნდა ეს ყოველივე შეუმჩნეველია, თუმცა თუ კარგად ჩავუღრმავდებით მალევე მივხვდებით, რომ ეს ე.წ თვითმმართველობა სხვა არაფერია გარდა 21-ე საუკუნის კომკავშირისა. დიახ, ესაა ჩვეულებრივი პარტაქტივი, რომლის შემადგენლობაც ხელისუფლების ცვლილების პარალელურად ყალიბდებოდა.

ზემოთხსენებული 2016 წლის მოვლენებსაც ვერ დავტოვებ უყურადღებოდ. ვფიქრობ, ეს იყო უნივერსიტეტის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო სტუდენტური პროტესტის ძალის დემონსტრირება, ამ ახალგზარდებმა შეძლეს და წინააღმდეგობა გაუწიეს სისტემას, რომელიც უნივერსიტეტს ძირს უთხრიდა და სახელს ულახავდა. 2016 წლის 16 მარტს შეიქმნა "აუდიტორია 115". მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა ამ სტუდენტური მოძრაობის წევრები პირადად გამეცნო და მათთან მესაუბრა. პირველად ამ ადამიანებს 2019 წლის ზაფხულში შევხვდი. პირადად მიამბეს იმ მოვლენების შესახებ, რომელსაც თვალს ბავშვობაში ტელევიზორიდან ვადევნებდი. როგორც მითხრეს მათ გვერდით ლექტორებიც იყვნენ. გონებიდან არ ამომდის ფრაზა,რომელიც ერთერთმა აუდიტორიელმა მითხრა: "ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ერთ ძალიან მაგარ ლექტორს გაიცნობ, რომლის ზარი დღემდე მახსოვს: „ბიჭებოშევჩენკოსბაღთანძალიანბევრნიარიანდათავსგაუფრთხილდით.“ მაინტერესებდა, ვისგანუნდადაეცვათთავიდარატომუნდაყოფილიყვნენფრთხილად. როგორცშემდეგგაირკვა, სულრამდენიმეწლისწინ, ჩვეულებრივიმოვლენაიყოთვითმმართველობისწევრებისმიერსტუდენტის "მოტაცება" დამათზე ძალადობა. ეგრედწოდებული"ოდეერებიც" მრავლადყოფილან, ზოგიმათგანიუნივერსიტეტისდაცვისწევრთარიგებში, ზოგიერთიკიგაცილებითმაღალეშელონებშიც .აუდიტორიელებს, სტუდენტების უმეტესობა, როგორც მოძალადეთა ჯგუფს ისე უყურებდა და უყურებს, მთავარი მოტივატორი მათი ამგვარი დამოკიდებულებისა, სავარაუდოდ 115-ის მიერ პიკეტირებული კორპუსების ისტორიაა. თუმცა, არის მომენტები, როდესაც უსამართლობა იმდენად დიდი დოზითაა, იძულებული ხარ შენი პროტესტი მსგავსი ქმედებით გამოხატო, ამ ადამიანებს არავინ არ აქცევდა ყურადღებას, სანამ პროტესტის უკიდურესს ფორმას არ მიმართეს.


სტუდენტური თვითმმართველობა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული ხელისუფლების "საცეცი" იყო, მათ მთავარ ფუნქციას კი განსხვავებული შეხედულებების მქონდე სტუდენტთა ტერორი წარმოადგენდა, რის ხარჯზეც თავად კიდევ უფრო მეტ პრივილეგიას იძენდა. ყოფილა შემთხვევები თვითმმართველობის წევრებს სერიოზული თანამდებობები მიუღიათ სხვადასხვა უწყებაში.


რამდენიმე წელია გასული მას შემდეგ, რაც თსუში ბოლო საპროტესტო ტალღამ იფეთქა. შეიძლება ითქვას ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, ყოველ შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება. იმედია ასე გაგრძელდება, არსებული პრობლემებიც აღმოიფხვრება.ერთერთ საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების "საცეცის" მიერ გამოფენილი ბანერი მახსენდება, გრამატიკულად გაუმართავი ტექსტით: "უნივერსიტეტს გაყოფა სტკივა რექტორო!!", უნივერსიტეტს გაყოფა არა, უსამართლობა აზიანებს და აკნინებს.



12 views0 comments

Comments


bottom of page