top of page
Writer's pictureTinatin Beruashvili

წარმატებული ქართველი დიზაინერები მოდის სფეროში .

Updated: Apr 22, 2021

ქართული მოდა უფრო და უფრო იხვეწება და ყურადღების ცენტრში ექცევა . ადრე თუ მოდის კვირეულები საერთოდ არ ეწყობოდა და ამ საქმეს ის არ უყურებდნენ, როგორც ნიუ-იორკში და პარიზში, დღევანდელობამ ყველაფერი შეცვალა . თბილისში ყოველ წელს ორი მოდის კვირეული მაინც ეწყობა და დიზაინერები საკუთარ ნამუშევრებზე ახლა უფრო დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ . საქართველოში არ არსებობს მოდის ჟურნალი რომელიც იქნება მოთხოვნადი ან უბრალოდ იქნება ! იმ ადამიანებისთვის ვისაც ეს აინტერესებს . ზოგადად მიაღწიო ამ სფეროში წარმატებას ძალიან რთულია . მოდის კრიტიკოსები და მოდის ბლოგერები არიან მთავარი ფიგურები ,რომლებიც რიგ შემთხვევაში ქმნიან , აყალიბებენ ტენდენციებს და ეხმარებიან კიდეც ამა თუ იმ მოდის სახლს ან დიზაინერს საკუთარი იმიჯის ჩამოყალიბებაში. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერი , რომელიც გაცდა საქართველოს და მოღვაწეობს უცხოეთში ეს არის , დემნა გვასალია Balenciaga-ს მთავარი დიზაინერი. პარიზის მოდის კვირეულზე მან თავისი ახალი კოლექცია წარადგინა რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. თავად დიზაინერი აცხადებს რომ – “მე მოვდივარ ქვეყნიდან, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია დომინანტი იყო. ეკლესიაში ლოცვისთვის ყოველ შაბათს დავდიოდი. მახსოვს, როგორ ვუყურებდი მღვდლებსა და ბერებს, რომლებსაც ეს გრძელი მანტიები ეცვათ და ვფიქრობდი “რა ლამაზია”. მათ ევროპაშიც ვხედავ – წვერით, შეკრული თმითა და ჩანთებით. არ ვიცი, ეს ძალიან სექსუალურია ჩემთვის – ჩემი ფეტიშია. ჩვენებაზე მოდელები წყალში გამოდიოდნენ, ვირტუალურ “ცაში” კი მუდმივად იცვლებოდა აპოკალიპტური სურათები. რაც ძალიან საინტერესოს ხდიდა შოუს. დიდი მოწონება დაიმსახურა დემნამ ამ ჩვენების შემდეგ და უცხოური მედია საშუალებები წერდნენ – “დემნა გვასალიამ პოდიუმი დატბორა” – წერს გარდიანი მოდის სახლის ბოლო ჩვენებაზე მომზადებულ რეპორტაჟში..

ბრენდი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ქართველი დიზაინერი წარმატების მაღალ საფეხურზე გადავიდა და დღითიდღე ცდილობს განვითარდეს, შექმნას რაიმე ორიგინალური. სწორედ ამიტომ, დემნა სულ ყურადღების ცენტრშია და ყოველთვის დამსახურებულად იღებს კომპლიმენტებს . რაც უფრო და უფრო მეტი მოტივაციაა მისთვის .



ავტორი:თინათინ ბერუაშვილი

6 views0 comments

Comments


bottom of page