top of page

“შეხვედრა “ქლაბში” ” 2021

  • Writer: თორნიკე სახურია
    თორნიკე სახურია
  • Apr 13, 2021
  • 1 min read

Updated: Apr 22, 2021



2021 წლის 2 აპრილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი შეკრებები აკრძალულია! მიზეზი ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხეა, თუმცა შემდეგი ფოტო დაგარწმუნებთ იმაში, რომ ზოგჯერ აკრძალვა სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს.

ღონისძიების ორგანიზატორებმა იციან, რომ მათ კანონის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევთ, თუმცა ამისთვის მზად არიან. ჯარიმის ოდენობა 2000 ლარია, ხოლო ღონისძიების ფარგლებში მიღებული შემოსავალი ამ თანხაზე ბევრად მეტია. შესაბამისად, არც აკრძალვა წარმოადგენს რაიმე დაბრკოლებას. საბოლოოდ კი, ორივე მხარე თავის წილ საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს.




თუკი აქამდე მსგავსი სახის სივრცეებში შესვლა ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი, ახლა კომენდანტის საათიდან გამომდინარე, ადამიანები იძულებულნი არიან, 9 საათამდე მოასწრონ კლუბის ტერიტორიამდე მიღწევა. ეს კი, თავის მხრივ, მრავალი მათგანის პატარა სივრცეში თავშეყრას იწვევს.

რა ხდება შიგნით? აქ სივრცე უფრო დიდია, თუმცა მონატრება მასზე დიდი, რაც ადამიანებს აიძულებს, ყოველგვარი დისტანციურობა დაივიწყონ და სიახლოვისგან მოგვრილი დანაკლისი ერთობლივად აინაზღაურონ.






საბოლოოდ, “რეივერებისთვის” მთავარი მაინც ის შეგრძნებაა, რომელიც ერთმანეთთან სიახლოვით, ურთიერთობითა თუ გართობით, ერთმანეთის არაფორმალურ გარემოში აღქმით გვეუფლება!







თორნიკე სახურია


 
 
 

Comentários


bottom of page