შერჩევითი აბორტი (სელექციური აბორტი) ნაყოფის სქესის გამო ფეხმძიმობის შეწყვეტასა და ნაყოფის მოცილებას გულისხმობს, რაც ძირითადად სამხრეთ- აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებშია გავრცელებული.
ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერთა ეროვნული აკადემიის კვლევების შედეგად ვკითხულობთ, რომ მსოფლიოში დაახლოებით 23 მილიონამდე გოგონა, მხოლოდ იმიტომ არ დაიბადა რომ მის მშოვლებს ან მშობელს საპირისპირო სქესის შვილის ყოლა უფრო მეტად სურდა.
ამ შემაშფოთებელი სტატისტიკის პარარელურად, საქართველო იმ
ტოპ- 11 ქვეყანას შორისაა, რომელშიც შერჩევითი აბორტი ყველაზე მეტადაა გახშირებული (2020 წლის მონაცემებით). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კავკასიის ქვეყნებში შერჩევითი აბორტის მაჩვენებელი, სხვა ყველა მცირე რეგიონის მაჩვენებელს ბევრად აღემატება.
რა შეიძლება იყოს შერჩევითი აბორტის მატების მიზეზი საქართველოში?!
დაბადებამდე სქესის გაგება და შემდგომ, სქესის მიხედვით ოჯახური მდგომარეობის დაგეგმვა, საგრძნობლად ცვლის ქვეყანაში არსებულ გენდერულ დისბალანსს, რაც საქართველოში არსებულ კულტურულ ფენომენზეც მიანიშნებს.
პირველყოვლისა, შერჩევით აბორტის მიზეზები საზოგადოებაში ქალის როლის არასრულყოფილ და არასასურველი გაგებაა. დღევანდელ რეალობაში, ოჯახის წევრთა უმეტესობის წარმოდგენით, მდედრობითი სქესის შვილის შეძენა, უმეტესწილად არასასურველ ფაქტადაა წარმოდგენილი. საქართველოსა და კავკასიის მოსახლეობათა აზრით, ერის გამრავლებაზე ფიქრი, მხოლოდ მამრობითი სქესის შვილის ყოლით შეიძლება, რაც საზოგადოების არასაკმარის განათლებეაზე მეტყველებს.
სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, მშობლებს ან მშობელს მდედრობითი ნაყოფის ჩასახვის შემთხვევაში, შერჩევითი აბორტის გაკეთება ხშირად უწევთ, შესაბამისად ხშირია ოჯახური კონფლიქტი არასასურველი აბორტის შემთხვევაში, რაც ოჯახთა ნგრევის სტატისტიკაზეც ახდენს გავლენას.
საზოგადოების არასაკმარისი განათლება ხელს უწყობს შერჩევითი აბორტის რიცხვის მატებას. მამაკაცთა უმეტესობას საკმარისი ბიოლოგიური თუ სექსუალური განათლება არ აქვთ. ხშირად მამაკაცები, ნაყოფის სქესის განმსაზღვრელად მდედრობითი სქესის პარტნიორს მიიჩნევენ და ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობით ცდილობენ, მათთვის არასასურველი სქესის მქონე ნაყოფი მეუღლეებს მოაშორებინონ.
შერჩევით აბორტს ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების მხრივ, დიდი რისკები ახლავს. ფრანგი მეცნიერი გილმოტო ზ.-ს კვლევების მიხედვით, თუ საქართველოში გენდერული შერჩევითობით სქესის განსაზღვრა ამ ტემპით გაგრძელდა, აბორტით „მოშორებულ“ გოგონათა რაოდენობა 2050 წლისთვის 70.000 გადააჭარბებს.
შერჩევითი აბორტის მიმართ ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო, რელიგია მკაცრადაა განწყობილი. მართმადიდებლურმა ეკლესიამ კანონიკურად მიიღო და დაამტკიცა შერჩევითი აბორტის გაიგივება, „კაცის კვლის“ ცოდვასთან, რამაც შერჩევით აბორტის რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა. მათ შორის, აღსანიშნავია მუსლიმთა გაერთიანებული თემის (საქართველოში) დადგენილებაც, რომლის თანახმადაც სელექციური აბორტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ ნაყოფის არასასურველმა განვითარება, დედის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
საქართველოს კანონმდებლობით აბორტი ლეგალურია. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 140-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, 12 კვირამდე ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელია ორსულის სურვილის მიხედვით. სქესის შერჩევითობა წარმოადგენს დისკრიმინაციულ დანაშაულს მიუხედავად ნაყოფის ჩასახვის ხანგრძლივობისა. მაგრამ დღესდღეისობით ქვეყანაში რაიმე ფორმით, შერჩევითი აბორტის პროცესები არ კონტროლდება.
თორნიკე ჭიტაძე.Tornike Tchitadze
Comments