ყველას არ გაუმართლა
- სალომე ჩარკვიანი
- Apr 20, 2021
- 1 min read
Updated: Apr 21, 2021
ჩვენს ობიექტივში ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩები მოხვდა. საკვები ობიექტები, რომლებიც ერთ დროს სავსე იყო ახალგაზრდებით დღეს დაკეტილია. თითქოს მხოლოდ წარწერა არ იყო საკმარისი, რომ უზარმაზარი ჯაჭვებიც ადევს არაერთს. ჩვენი ფოტორეპორტაჟის მიზანი იყო მხოლოდ კარის ფოტოსურათებით გადმოგვეცა რა ბედი ეწიათ ობიექტებს. აქ თქვენ შეხვდებით კედლებზე გაკრულ გულისამაჩუყებელ განცხადებებს, ჩამოგლეჯილ ქაღალდებს. ფოტოების ფერები ისტორიის გამო მუქი და ცივია. ამ ლამაზ ადგილებს არ გაუმართლათ და ისინი დღეს აღარ ფუნქციონირებენ, მიზეზი ალბათ მარტივი ამოსაცნობია, რომელსაც ასევე იპოვით ჩვენს ფოტორეპორტაჟში.











ავტორები: სალომე ჩარკვიანი და გიორგი სანაძე
Comentarios