ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. 2020 წელს აქამდე დათვლილია ოჯახში ძალადობის 5 700 ფაქტი. მსხვერპლთა დიდი ნაწილი დაუცველობის და სისტემასთან უსამართლო ბრძოლის გამო გაჩუმებას არჩევს.
პანდემიის გავრცელებამ ძალადობის საკითხების გაშუქება მეორეხარისხოვანად აქცია , ძალადობის ფორმების თითქმის ყველა სახეს ვაწყდებით ჩვენს ყოველდღიურობაში , მაგრამ ყველაზე მასშტაბური სახე მაინც ოჯახურ და ძირითადად ქალთა ძალადობას აქვს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძალისხმევას საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის მიმართულებით 2010 წლიდან ფინანსურ მხარდაჭერას შვედეთის მთავრობა, 2016 წლიდან კი ევროკავშირის დელეგაცია უწევს. 2017 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან თანამშრომლობით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთისკენ მიმართული ინიციატივის განხორცილება აფხაზეთში, საქართველოში დიდი ხანია დაიწყო.
ალკოჰოლური გავლენა ოჯახური ძალადობის დროს ძალიან დიდია , ძირითდ შემთხვევებში ალკოჰოლი არსებულ აგრესიას ახალისებს და მოძალადეს მეტ სითამამეს სძენს. ოჯახური ძალადობის დროს ბავშვთა უფლებები ისევე ირღვევა როგორც ამ შემთხვევაში ქალის. ქალებზე ძალადობასთან შედარებით ნაკლებია ბავშვთა ფიზიკური ძალადობა ოჯახებში , თუმცა ის ფსიქოლოგიურ-მორალური სტრესი , რისი გადატანაც მცირეწლოვან ბავშვებს უწევთ დიდ გავლენას ახდენს შემდგომ მათ ცხოვრებაში, 2018-19 წელს აშშ -ში ჩტარებულმა ანალიტიკურმა კვლევებმა აჩვენეს რომ სწორედ მსგავს გარემოში აღზრილი ბავშვები ხდებიან პოტენციური მოძალადეები თუ მსხვერპლები , რადგან მათ აქვთ პირადი გამოცდილება კონტაქტის, როგორც მოძალადესთან ასევე მსხვერპლთან.
ქეისები , რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვეცნობით უმძიმესია , გვესმის ლურჯი ეკრანებიდან , ვკითხულობთ სოციალურ ქსელში ქალთა ამბებს , რომელიც თითქოს ფილმის ფაბულას ჰგავს , საზოგადოების დამოკიდებულება წლების განმავლობაშ იცვლება თუ 10 წლის წინ "ოჯახის საქმეში" ხალხი ჩარევას ერიდებოდა , დღეს ისინი საჭირო ზომებს დაუყონებლივ მიმართავენ , პროგრესი შესამჩნევია- თუმცა ეს ფაქტი ძალადობის ფაქტების რაოდენობაზე სამწუხაროდ არ მოქმედებს , სტატისტიკა დაუსრულებელია.....
ავტორი : ლიზი მოსიძე
Comments