რა არის ფემიციდი?
„ფემიციდი - გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობაა, ანუ ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი კავშირშია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასა ან ქალის დაქვემდებარებულ როლთან“
საზოგადოებრივი აზრი ხშირად უსამართლო და მცდარია,ის სწორად ვერ რეაგირებს,როცა საქმე ფემიციდს ეხება.ძალადობის მსხვერპლი ქალები თითქმის არასდროს მიმართავენ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რადგან ეშინიათ რომ ამით უფრო მეტი პრობლემები შეექმნებათ როგორც სამართალდამცველებთან, ასევე, მათ გარემოცვაშიც,რასაკვირველია,ეს ფაქტორი კიდევ უფრო ართულებს არსებულ სიტუაციას.
ფემიციდის რისკფაქტორები
ფემიციდის რისკფაქტორებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ფიზიკური ძალადობა,ასევე მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია:ეკონომიკური შეზღუდვები,ეჭვინობა,სოციალური იზოლაცია და სხვ. სტატისტიკის თანახმად,40-46% ფემიციდის შემთხვევებისა სწორედ წყვილების გაყრა/გაშორების დროსაა დაფიქსირებული, რაც გაშორებას რისკფაქტორად აქცევს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფაქტორია გადამტერებაც.კვლევების თანახმად,მკვლელობიდან 12 თვის განმავლობაში ქალების 75% განიცდიდა თვალთვალს ყოფილი ქმრების ან პარტნიორების მხრიდან. არის კიდევ ერთი რისკფაქტორი,რომელიც სოციუმს უკავშირდება და ეს არის გარშემომყოფთა მხარდაჭერის ნაკლებობა ან სულაც არარსებობა. ასეთ შემთხვევებში ხშირად ოჯახის წევრები,ნათესავები,მეგობრები,ახლობლები,მეზობლები ინფორმირებული არიან,იციან ძალადობის შესახებ,მაგრამ ამჯობინებენ გაჩუმებას.თავის გასამართლებლად და პრობლემისგან თავის დასაღწევად კი ამბობენ,რომ ეს წყვილის პირადი საქმეა.ცხადია,მსგავსიგანწყობებიიმსტერეოტიპებისბრალია,რომელშიცსაზოგადოებაცხოვრობს.ქალთა მიმართ ძალადობასისტემურიდანაშაულია,რაც განაპირობასახელმწიფოს,შესაბამისიორგანოებისათუმასმედიისარასაკმარისმადაზოგჯერსრულიადგაუმართლებელმაპოლიტიკამ.
ფემიციდი სისხლის სამართლის კოდექსში
მართალია,პარლამენტმა მიიღო სერიოზულიცვლილებები სისხლისსამართლის კოდექსში,კერძოდ სისხლისსამართლის კოდექსსდაემატა გენდერულინიშნით ჩადენილიდანაშაული,რაცდამამძიმებელ გარემოებად ითვლება,თუმცასიტვა „ფემიციდი“,როგორც ქალისგანზრახ მკვლელობამამაკაცის მიერ, ხაზგასმით ნახსენებიარაა.
„არარის საკმარისიის ფრაგმენტული ძალისხმევა, რაც სახელმწიფოს მხრიდანქალთა მიმართძალადობის პრევენციისთვის ხორციელდება!“-ამბობს სახალხოდამცველი ნინო ლომჯარია.
ფემიციდის გაშუქება მედიაში
ფემიციდირთული საკითხია,რომელიც ბევრქვეყანაში სხვასახის მკვლელობებისგან არ არისგამიჯნული,რაცსერიოზული პრობლემაა.ხშირად მედიაშიქალთა მიმართძალადობა არასრულად,ან პირიქით გაზვიადებულად და სენსაციურად შუქდება.მთავარიპრობლემა ისარის,რომმედია ქალთამიმართ ძალადობასარ აღწერს,როგორც გენდერულინიშნით დისკრიმინაციის უკიდურეს ფორმას.ფემიციდის გაშუქებისას ჟურნალისტები ხშირადსრულიად არაადეკვატურად და გაუმართლებლად საუბრობენ დამნაშავეზე და არამსხვერპლზე.ზოგჯერკი ვხვდებითისეთ შემთხვევებსაც,როცა მასმედიაცდანაშაულის მონაწილედა მკვლელისწამქეზებელი ხდება.თითქოს ჟურნალისტები ამართლებენ კიდეცმოძალადის საქციელს,რომელსაც საკუთარიბრაზის დაოკებაარ შეუძლიადა ქალსსასიკვდილოდ იმეტებს.გენდერის მკვლევარების თქმით,ხშირადჟურნალისტები ხელსუწყობენ საზოგადოებაში სტერეოტიპების დამკვიდრებას,როდესაც ფემიციდისგაშუქებისას მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ.ესკი მოძალადისქცევის გამართლებასა და ლეგიტიმიცას ემსგავსება.ვხვდებითისეთ ტრაგიკომედიურ სურათებსაც,როცათითქოს ამმკვლელობაში დამნაშავემსხვერპლია,რადგანსწორედ მანუბიძგა მკვლელსძალადობისკენ,მანგამოიწვია ისშეუსაბამო ქცევებითადა გარეგნობით.რატომ არისმედიაში ფემიციდისამგვარი გაშუქებაპრობლემური დარატომ მოეთხოვება მას გაცილებითმაღალი გენდერულიმგრძნობელობა?რადგანსწორედ მასმედიააპასუხისმგებელი საზოგადოების სწორად ინფორმირებაზე და ხშირშემთხვევაში ისაყალიბებს საზოგადოებრივ აზრს.საკმარისიარაა ამსაკითხებით მედიისინტენსიური დაინტერესება,არამედ დიდიმნიშვნელობა აქვსრამდენად სიღრმისეული და ხარისხიანია ასეთი შემთხვევების გაშუქება მისმიერ.
როგორ შევაჩეროთ ფემიციდი?
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცალკეული მექანიზმები დაიხვეწა და განვითარდა, 2020 წლის 1 იანვრიდან მომხდარი 8 ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობა და ხუთი მკვლელობის მცდელობა მიუთითებს, რომ არსებული სისტემა, რომელიც უმეტესად რეაქციულია და უკვე მომხდარ ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავი უწყების ჩართულობას გულისხმობს, არ არის ეფექტური“, - ამბობს ნინო ლომჯარია.
მართლაც, ფემიციდის შესაჩერებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა , რომელიც პოლიტიკურ, სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და სხვა ზომებს მოიცავს, ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ დისკრიმინაციის და ძალადობის ეკონომკური, კულტურული, სოციალურ-პოლიტიკური და სხვა ფაქტორების აღმოფხვრა მოხდეს. საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა გააცნობიეროს,რომ ფემიციდი არის დანაშაული,რომელიც საჯარო დაწესებულებების , თანამდებობის პირების თუ რიგითი მოქალაქეეების არასათანადო რეაგირების შედეგია, რადგან ისინი ვერ ახდენენ უზრუნველყონ იმ ქალების სიცოცხლის უფლების დაცვა, რომლებიც ცხოვრების მანძილზე არაერთხელ დაექვემდებარნენ დისკრიმინაციასა და ძალადობას.
ცხადია,რომფემიციდი ჯერკიდევ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევადა გადაუჭრელი პრობლემაა.ამიტომსაჭიროა ყველამერთად მიიღოსმონაწილეობა ამპრობლემის გადაჭრაში,რადგან მხოლოდერთობლივი ძალისხმევით შეიძლება მივაღწიოთეფექტურ შედეგს.
უახლესი მონაცემები ქალთა მიმართ ძალადობაზე პანდემიის პირობებში შეგიძლიათ იხილოთ factchecker-ის ამ სტატიაში
ავტორი: თამთა შერმაზანაშილი
Comments