ბავშვობის ყველაზე ფერადი მოგონებები თავისუფლების მოედანს უკავშირდება. მე რომ პატარა ვიყავი მოედანზე ერთი დიდი ფანტანი იდგა. ზაფხულობით ნაყინის ჭამით მივეშურებოდი მისკენ და გზად უამრავ ბავშვს შევცქეროდი, ვიცოდი, რომ ისინიც იმ ფანტანთან გასაგრილბლად და სათამაშოდ მოჰყავდათ მშობლებს. მე რომ მკითხოთ ის იყო სიცოცხლით სავსე ქალაქი. ახლა ბეტონის ქალაქად იქცა, სადაც გარემოვაჭრეები ყინვაში ერთი პურის საყიდლად მთელს დღეს ატარებენ. მოხუცები უმწეო და დაუცველი თვალებით იყურებიან, ბავშვებს გაყინული შუშის მზერა აქვთ, რომლებიც მხოლოდ ეკრანის დანახვისას რეაგირებენ. ახალგაზრდა სტუდენტები კი, რომლებიც თავიანთი სტუდენტური დღეებით უნდა ტკბებოდნენ, სახლებში გამოკეტილები კომპიუტერის სიბრტყიდან ცდილობენ განათლება მიიღონ. მახსენდება, დედაჩემის მოყოლილი მისი სტუდენტობის წლები. მაშინ როდესაც 90-იანი წლები საქართველოსთვის სიბნელესთან და ყველაფერ ცუდთან ასოცირდება, მისთვის ბედნიერი და ლაღი სტუდენტობის წლებია, ჩვენკი პირიქით, სინათლით გაჩახჩახებულ ეპოქაში საკუთარ ნაჭუჭებში გამოვიკეტეთ და გამოსვლას აღარც ვცდილობთ, თითქოს ეს ნაჭუჭი ჩვენს კანს შეეზარდა. აი ასეთია ჩვენი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“...
ქალაქი, რომელიც სიცოცხლით სავსე უნდა იყოს
Updated: Apr 21, 2021
Comments