top of page

უჩვენოდ

  • ქრისტინე ქათამაძე
  • Apr 22, 2021
  • 1 min read

ყველამ ვიცით, რომ სივრცეს ჰაერი ავსებს, ოთარ ჭელიძეს კი ადამიანისათვის იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად ძვირფასია იგი, ასეთი სიტყვა უთქვამს - "შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი".


მაშასადამე, დროა დავიჯეროთ, რომ ნებისმიერი სივრცის სრულყოფისთვის მასში ადამიანის არსებობაა აუცილებელი. ბოლოს და ბოლოს, ყოველი ნაგებობა ადამიანისთვის თუ არა, ადამიანის მიერ მაინც იგება.


თსუ უკვე წელიწადზე მეტია, მოკლებულია ტრადიციულ აქტიურ გრაფიკს და თითო-ოროლა სტუმარსა და თანამშრომელს სჯერდება.


ერთად დავათვალიეროთ თსუ-ს მე-6 ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების საყვარელი კორპუსი და დავფიქრდეთ, რამდენად ალამაზებს უსახურ კედლებს ადამიანი.



ree

ერთი უცნაურობა ისაა, რომ სავარძელზე არავის ზის, თუმცა ჭეშმარიტ თსუელს გული მოუკვდება, როცა გაიაზრებს, რომ გამათბობელსაც კი არავინ "ეტუზება".



ree

იგივე ვითარებაა აღწერილი ამ ფოტოშიც, არც არავინ გადის, არც არავის სძინავს და არც არავის შავი შარვალი გამვლელის ბოტასებით არ ესვრება. სევდიანია, არა?



ree

ყველასათვის ცნობილი 203 და 205 აუდიტორიებიც ცარიელია და, შესაბამისად, ახალ სემინარებსა და ლექციებს სკამზე კოლექტიურად აღარავინ ელოდება.



ree

ყველა სკამი ცარიელია, თუმცა ყველანი დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ სტუდენტები კუთვნილ ადგილებს სულ მალე დაიკავებენ.



ree

სევდისმომგვრელია მისაღები დერეფანიც, თუმცა იმედის სხივი ამ სურათზე სარკმლიდან შემომავალი მზის სხივია.



ree

ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, მოიფიქრე სევდიანი მოთხრობა მხოლოდ ორი სიტყვითო, მას აუცილებლად ვუპასუხებდი - "თსუ უჩვენოდ".


 
 
 

Comments


bottom of page