არცერთი ბავშვი უყრადღებოდ.
"No Child Left Behind" - ესაა ინკლუზიური განათლების უპირველესი ამოცანა.
მშობლები შვილებზე
"2009 წელს ჯერ კიდევ ახალი დანერგილი იყო ინკლუზიური სწავლება. თანატოლების გარემოცვაში ჩემს შვილს უჩნდებოდა არასრულფასოვნების კომპლექსი, ხშირად ტიროდა გაკვეთილებზე."-18 წლის შშმ პირის დედა
"დღესდღეობით შეიცვალა დამოკიდებულება და ცდილობენ ასწავლონ შშმ ბავშვებს, თუმცა ძირითადი დატვირთვა მანც სპეცპედაგოგებზე მოდის. მასწავლებლები ჯერ მზად არ არიან ."-დაუნის სინდრომის მქონა ბავშვის დედა
ინკლუზიური განათლება საქართველოში
ინკლუზირ განათლებაზე საუბარი საქართველოში 1994 წლიდან იწყება არასამთავრობო სექტორის მიერ. ამ დროს UNESCO-მ მიიღო სალამანკის დეკლარაცია, რომელშიც გაიწერა, რომ განათლება უნდა ყოფილიყო ყველასთვის. დეკლარაციაში ძველ მიდგომებთან ერთად პირველად გაჟღერდა ახალი მიდგომა. დეკლარაციაში განათლების ხელმისაწვდომობაზე მსჯელობისას საუბარია არა მხოლოდ ბავშვთა ისეთ უმცირესობაზე, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, არამედ ყველა სკოლის მოსწავლე ბავშვზე, მათ შორის ბუნებრივია შშმ პირებზეც.
საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ეს საკითხი ყურადღების მიღმა რჩებოდა.
2004 წელს კი სსსმ ბავშვის განათლება სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული იქნა, როგორც პრიორიტეტი.
2006 წელს საქართველომ ხელი მოაწერა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას.
2006 წელსვე საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაიწყო.
2013 წელს ინკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლების საფეხურზეც დაიწყო.
სსსმ ბავშვების რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
როგორ მივმართავთ ერთმანეთს?
ტერმინებმა, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით, შესაძლოა, სწორია, საზოგადოების დამოკიდებულების გამო, დროთა განმავლობაში, უარყოფითი მნიშვნელობა მიიღეს.
Comentarios