top of page
მარიამ ორბელაძე

საზოგადოების უნდობლობა პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის მიმართ

Updated: Apr 22, 2021

ჯანდცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2019 წელს გამოაქვეყნა 10 ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე,რომელიც ემუქრება გლობალურ ჯანმრთელობას და აქედან ერთერთი სწორედ სუსტი პირველადი ჯანდაცვაა.


ბოლოდროინდელმა სიტუაციამ და ახალმა კორონავირუსულმა პანდემიამ საქართველოშიუფრო მკვეთრად დაანახა საზოგადოებას პირველადი ჯანდაცვის ხარვეზები. ცხადია, რომ საჭიროა პირველად ჯანდაცვასა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის ძირეული ცვლილებების გრძელვადიანი გეგმა. ადამიანები უფრო ხშირ და ნაკლებად საჭირო შემთხვევებში იძახებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას,რომელიც არის გადაუდებელი დახმარება, ნაცვლად იმისა, რომ მიმართონ ოჯახის ექიმს. ჩვენს ქვეყანაში თითქმის სამჯერ ნაკლებია პროცენტული მაჩვენებელი ოჯახის ექიმის მიმართვიანობის, ვიდრე - განვითარებულ ქვეყნებში. პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სისტემის საძირკველია, რომლის მთავარი დანიშნულება არის პრევენცია და თავიდან არიდება დაავადებათა გართულებების.

რა პრობლემებია სისტემაში და რა არის მიზეზი პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის არასრულფასოვანი მუშაობისა ?








საქართველოში ოჯახის ექიმთან მიმართვიანობა არის დაბალი სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, რაც გამოწვეულია პირველადი ჯანდაცვის სერვისის პოლიტიკურად ნაკლები მხარდაჭერით (არ არსებობს გრძელვადიანი გეგმა, არ არის პრიორიტეტი, სავალდებულო არ არის უწყვეტი სამედიცინო განათლება, არათანასწორი დაფინანსება) და, ასევე, საზოგადოებაში ოჯახის ექიმის ინსტიტუტისადმი დაბალი ნდობით.

მთავარი პრობლემა საქართველოში არის ის, რომ განგრძობითობა არ ხდება ამ სისტემის. ყველა მთავრობა იწყებს თავიდან და არ არსებობს განგრძობითი და კომპლექსური მიდგომა . მაგალითად, უწყეტი სამედიცინო განათლება - ხან სავალდებულოა, ხან - აღარ. ამ ყველაფერს კი ჯანდაცვის სისტემა“ ვერ იტანს“.


რა შეიძლება გაკეთდეს?


საჭიროა დაინერგოს უწყვეტი განათლების პროგრამა, რონელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არის სავალდებულო. პირველადი ჯანდაცვის სისტემა ვერ იქნება ძლიერი , თუ მას არ ექნება შესაბამისი ფინანსური დახმარება. სახელმწიფოს ფინანსები

არაპროპორციულად არის გადანაწილებული ჰოსპიტალების მომსახურებაზე და ეს უკანასკნელი დიდ შეშფოთებას იწვევს, რადგან სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ დაფინანსების პირობებში ჯანდაცვაში რეალურ წინსვლას.





აშკარაა, რომ პირველად ჯანდაცვას სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა აკლია. თითქმის ყველა მთავრობა ცდილობდა დაეწყო პირველადის ჯანდაცვის რეფორმა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეიქმნა სტრატეგია, ჩატარდა გარკვეული ღონისძიებები. ასევე წინა მთავრობის დროსაც იყო გადადგმული გარკვეული ნაბიჯები. გეგმები აქვს დასახეული დღევანდელ მთავრობასაც. ქვეყანა ელოდება როდის დაიწყება კომპლექსურად პირველადი ჯანდაცვის რეფორმირება.

2018 წელს თენგიზ ვერულავამ გამოაქვეყნა კვლევა თემაზე - „ოჯახის ექიმთან მიმართვიანობის პრობლემები საქართველოში“.

კვლევა აჩვენებს, რომ კვლევაშ მონაწილე ოჯახის ექიმთა 85%-ის ანაზღაურება 700 ლარზე ნაკლებია, მათი უმეტესობა კი მიიჩნევს, რომ დაბალ ანაზღაურებაზე უწევთ მუშაობა. სწორედ დაბალი ანაზღაურება იწვევს მოტივაციის დაკარგვას, რადგან ეს პროფესია ნამდვილად ძალიან შრომატევადი და დასაფასებელია, ექიმები კი მათი შრომის ადეკვატურ ანაზღაურებას ვერ იღებენ. ამას ემატება ის ფაქტი, რომ კომერციულ, მოგებაზე ორიენტირებულ კლინიკაში მომუშავე ექიმებს საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება აქვთ,ამის და პაციენტების მხრიდან არარელევანტური დამოკიდებულების ფონზე მათი მოტივაციაც შესაბამისად იკლებს.


კიდევ ერთი პრობლემა - კერძო, კომერციული ინტერესები. თითქოს, ყველაფერი ერთმანეთთან ჯაჭვური პრინციპით არის დაკავშირებული. ის ფაქტი, რომ პირველადი ჯანდაცვა ბიუჯეტის სახით ვერ იღებს საკმარის დახმარებას სახელმწიფოდან, შესაბამისად, იკარგება მოტივაცია იმისა, რომ ამაღლდეს ინფრასტრუქტურისა და პერსონალის ხარისხი. ეს უკანასკნელი კი უფრო მეტ ძირეულ პრობლემას ქმნის იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის სიტემაში არის საკმაოდ დიდი კომერციალიცაზია. მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სფერო არის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ბიზნესი არამარტო საქართველოში, არამედ- მთელს მსოფლიოში. სწორედ აქ იკვეთება კომერციული ინტერესები.ინტერნეტ სივრცესა , თუ სატელევიზიო პროგრამებში ყოველდღიურად ვაწყდებით კერძო კლინიკების რეკლამებს, რომელნიც ცდილობენ მუდმივად მიიზიდონ პოტენციური მომხმარებელი. მიწვეული ჰყავთ საკმაოდ ძლიერი კონკრეტული სფეროს სპეციალისტი ექიმები, რომელთაც აქვთ საზოგადოებაში დიდი „ავტორიტეტი“ და მათთან კონსულტაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ასევე, საგულისხმოა, რომ კერძო კლინიკებში საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ვერ ისარგებლებ და ,შესაბამისად, გიწევს გადაიხადო სრულად ეს თანხა, ან ისევ კომერციული ინტერტესების გამტარებელ კერძო სადაზღვეო კომპანიას მიმართო, რომელიც არის ამ კონკრეტული კერძო კლინიკის "პროვაიდერი" და გიფინანსებს გარვეულ პროცენტს გადახდილი თანხიდან. ფსიქოლოგიურად ადამიანი ფიქრობს, რომ რადგან ამ კონკრეტულ ექიმთან კონსულტაცია უფრო ძვირია, შესაბამისად, იგი უფრო სანდროა და იმის მაგივრად, რომ ისარგებლოს საყოვეთაო დაზღვევით და მიმართოს ოჯახის ექიმს, პირდაპირ მიმართავს კონკრეტულ სპეციალისტს. ეს უკანასკნელი კი იწვევს ოჯახის ექიმის მიმართ ნდობის ნაკლებობას.









იმის გამო , რომ ნდობის ნაკლებობაა ოჯახის ინსტიტუტისადმი საზოგადოებაც ვერ აანალიზებს მის საჭიროობას ასე მკაფიოდ. პირველადი ჯანდაცვის დეფინიცია თავად გვიჩვენებს, რომ იგი არის სისტემის იგი გულისხმობს პრევენციას და ამ უკანასკნელს ჯანდაცვის სისტემაი ახორციელებს ოჯახის ექიმი, ეს არის მისი უმთავრესი დანიშნულება. იგი არის ყოვლისმომცველი სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ამ სისტემაში საჭიროებს პაციენტი აგენტს, რომელსაც გარკვეული ცოდნა აქვს როგორც გინეკოლოგიაში, ქირურგიაში, ენდოკრონოლოგიაში, კარდიოლოგიაში პაციენტმა პირველად უნდა მიაკითხოს ოჯახის ექიმს. გარდა ამისა, ეს არის პრევენციის მთავარი ფუნქცია, რომელსაც ვიწრო სპეციალისტები ვერ ახორციელებენ. ვიწრო სფეროს ექიმების მთავარი მოტივაცია არის დაავადებათა მკურნალობა , დასნეულებულ ადამიანთა მკურნალობა. ასევე მთავარი ფუნქცია ოჯახის ექიმისა, ეს არის კოორდინირების უნარი. თითოულ პაციენტს, თითოეულ შემთხვევაზე შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე სპეციალიტსი. ოჯახის ექიმი აგზავნის მათთან და შემდეგ ამ ყველაფრის შეჯამება, კოორდინირება უნდა მოახდინოს ოჯახის ექიმმა . ასევე უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობა, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. როგორც ხედავთ , ეს არის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და თუ ეს ფუნქცია არ მუშაობს ქვეყანაში , პრევენციაც ვერ ხორციელდება. შესაბამისად, აქ ვაწყდებით კიდევ ერთ პრობლემას - პაციენტის ინფორმირებულობის ნაკლებობას.


საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ოჯახის ექიმის ფუნცქიას (პრევენცია, კოორდინირება, ჯანმრთელობის ისტორია) კარგად ვერ იაზრებს საზოგადოების ნაწილი. საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპები, რომელის მიხედვითაც ოჯახის ექიმი არ არის საკმარისად განათლებული და კარგი სპეციალისტი, ამიტომ საზოგადოებაში არის დაბალი ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ. აშკარაა, რომ დაავადებათა პრევენციის მიზნით ოჯახის ექიმს პაციენტთა ძალიან მცირე ნაწილი მიმართავს, რამაც შესაძლოა გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს დაავადებათა კონტროლის კუთხით.




12 views0 comments

Comentarios


bottom of page