მთელ მსოფლიოში, რელიგიური უმცირესობები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან თავიანთი რწმენის გამო. გაეროს მონაცემებით ყოველწლიურად იზრდება თავდასხმები თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ ადგილებზე. ამის გათვალისწინებით, 2019 წელს გაერომ 22 აგვისტო გამოაცხადა რელიგიისა და რწმენის საფუძველზე ძალადობის მსხვერპლთა ხსენების საერთაშორისო დღედ.
2019 წლის 22 აგვისტოს, გაეროს გენერალურმა მდივანმაანტონიო გუტერესმამოხსენებაში გაიხსენა რელიგიურ ნიადგაზე მომხდარი თავდასხმები, რომელთაც უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. : ”ებრაელები მოკლეს სინაგოგებში, მათ საფლავის ქვებზე ამოტიფრეს სვასტიკა; მუსულმანები მეჩეთებში ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს,ხოლო მათი რელიგიური ადგილები ვანდალებმა გაანადგურეს; ქრისტიანები ლოცვის დროს მოკლეს, მათი ეკლესიები დაწვეს. ”
ეს მოხსენება, 2019 წლის განმავლობაში გლობალურად მიმდინარე მოვლენების ჩამონათვალთა სიაში მოხვდა, რათა ყურადღების ცენტრში ყოფილიყო, თუ როგორ ხდებოდა რელიგიური უმცირესობები ამა თუ იმ დაჯგუფებების სამიზნეები და როგორ დევნიდნენ მათი სამშობლოდან.
გთავაზობთ 5 შემთხვევას მთელი მსფოლიოს მაშტაბით, როდესაც რელიგიური უმცირესობათა ჯგუფები გაურკვეველი მომავლის წინაშე დგანან:
1.დევნა ჩინეთში
ჩინეთში რელიგიური უმცირესობათა აზრის ჩახშობის შესახებ ცნობები განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო 2019 წელს. მილიონზე მეტი უიღური მუსლიმი, არასამართლიანად იყო დაკავებული სინჯიანგის რეგიონში (დასავლეთ ჩინეთი).
ანთროპოლოგი დარენ ბაილერი, რომელმაც კვლევა ჩაატარა ამ საკითხზე ( 2011 – 2018 ) წერს, რომ ჩინეთის ხელისუფლება მსგავს მეთოდებს 2016 წლიდან იყენებს უიღურებისთვის. მან აღნიშნა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ „დაიწყო ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება რეგიონის მთელ მოსახლეობაზე, როგორიცაა დნმ, ხმოვანი ჩანაწერები და სახის სკანირება ,რათა თვალყური ედევნებინათ ხალხის საქმიანობა WeChat– ზე. ისინი ამას სწორედ ხმოვანი გზავნილებითა და სახის სკანირების მეშვეობით აკეთებდნენ“.
მრავალი უიღურისთვის ასეთი ფორუმები იყო ”კულტურული ცოდნის, პოლიტიკური მოვლენებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების” გაცვლის საშუალება. ამასთან, როგორც ბაილერი განმარტავს, ჩინეთის ხელისუფლებამ გამოიყენა პირადი კომუნიკაციები იმ უიღურების დასაკავებლად, რომლებიც, მათი აზრით, ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანს აყენებენ.
2.ანტიქრისიტანული მოძრაობა შრი-ლანკაში
შრი-ლანკაში აღდგომის დღესასწაულზე, ეკლესიებში მყოფი მინიმუმ 290 ქრისტიანი დაიღუპა, რადგან სწორედ იგივე დროს ანტი-ქრისტიანული იდეოლოგიის მქონე დაჯგუფებები აფეთქებდნენ ბომბებს სხვადასხვა ქალაქებში.
,,შრი-ლანკის 21 მილიონი მოსახლეობის დაახლოებით 7% ქრისტიანია, უმეტესობა კათოლიკე“ - წერს კათოლიკე მეცნიერი მათე შმალცი, რომელიც შრი-ლანკაში ცხოვრობდა კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში, კათოლიციზმის შესახებ გამოკვლევების დროს. შმალცის განმარტებით, დღეს ეს ქრისტიანები გახდნენ ახლად აღმოცენებული „ბუდიზმის მებრძოლი ფორმის“ სამიზნეები.
შრი-ლანკაში ქრისტიანებთან დაძაბულობის ხანგრძლივი ისტორია სათავეს იღებს მე -16 საუკუნიდან, ქვეყნის კოლონიურ წარსულში. დამოუკიდებლობის შემდეგ, 1960-იან წლებში დაძაბულობა გაამწვავა შრი-ლანკას მთავრობამ საეკლესიო სკოლების ხელში ჩაგდებით.
ბოლო წლებში შრი-ლანკის ულტრა-ნაციონალისტური ბუდისტური ორგანიზაცია, ბოდუ ბალა სენა - ასევე ცნობილი როგორც ბუდისტი ძალაუფლება - მოითხოვა რომის პაპმა ფრენსისმა ბოდიში მოიხადოს კოლონიური ძალების მიერ ჩადენილი "სისასტიკისთვის".
3.მუსლიმთა გარიყვა ინდოეთში
ინდოეთში, ისტორიკოსმა ჰაიმანტი როიმ იპოვა რელიგიური დისკრიმინაციის მტკიცებულებები მოქალაქეთა დოკუმენტაციის შევსების პროცესში, რომელიც 2018 წელს დასრულდა ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატში. ამ პროცესმა 30,5 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 1,9 მილიონი გამოაცხადა როგორც ,,უცხოელი".
"უმეტესობა იყო ქალი, ჩაგრული კასტის წევრი, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ან ღარიბი ", - წერს როი.
იგი დასძენს, რომ პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი და მისი პარტია Bharatiya Janata გეგმავენ მოქალაქეთა რეგისტრაციის პროცესის ეროვნულ გაგრძელებას, თუმცა ”გაუგებარია როდის დაიწყება, რამდენ ხანი გაგრძელდება და რომელი სახელმწიფო უწყება გაუძღვება ამ პროცესს.”
4.ქრისტიანთა გაურკვეველი მომავალი თურქეთში
მეცნიერი რამაზან კილინჩი წერს, რომ პირველი საუკუნის შემდეგ ქრისტიანები დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ იმ რეგიონში, რომელიც დღეს თანამედროვე თურქეთის ნაწილია. მაგრამ მათი რიცხვი დღითიდღე საგრძნობლად მცირდება. თურქეთის მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც ქრისტიანია , 1914 წელს თითქმის 25% შეადგენდა, ხოლო დღეს 0,5% –ზე ნაკლებია.
კილინჩი განმარტავს, რომ ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, 1922 წელს, ქრისტიანები დროდადრო განიცდიდნენ დისკრიმინაციას. პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის დროს გატარებული რეფორმები სახელწოდებით ”მზარდი პოპულისტური ნაციონალიზმი” აუარესებს დამოკიდებულებას ქრისტიანული უმცირესობების მიმართ.ქვეყანაში ვრცელდება შეთქმულების თეორიები არამუსლიმი უმცირესობების შესახებ. კილინჩი წერს, რომ ქრისტიანებს მოიზარებენ , როგორც უცხოური ძალების თანამშრომლებს, რომლებიც მიზნად ისახავენ თურქული იდენტობის შერყევას.
5.როჰინგელი მუსულმანთა გენოციდი
მიანმაში, სადაც ბუდისტები წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, ათასობით როჰინგიელი მუსლიმი შეპყრობილი იქნა სამხედრო ძალების მიერ 2017 წელს. დაახლოებით 1 მილიონი როჰინგიელი ლტოლვილის მომავალი, რომლებიც მეზობელ ბანგლადეშში გაიქცნენ, ახლაც საფრთხეშია - წერს მეცნიერი რუბაიატ ჯესმინი.მან 2019 წლის ივლისის დასაწყისში მოინახულა ლტოლვილთა ბანაკები ბანგლადეშში. ერთ – ერთ ასეთ ბანაკში, კოქს ბაზარში, მან შეიტყო, რომ როჰინგიელი ლტოლვილი მოზარდებისთვის არანარი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არსებობს. ”ზოგი თინეიჯერი, ძირითადად ბიჭები, მიმართეს მედრესეებს, ან ისლამურ სასწავლო ცენტრებს, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ რელიგიური განათლება”, - წერს იგი.
ბანგლადეშის ლტოლვილთა ბანაკები განსაკუთრებით საშიშია ახალგაზრდა ქალებისათვის, რომლებიც ტრეფიკერების სამიზნე შეიძლება იყვნენ, თუ მათ სამუშაო ადგილების დაპირებას მისცემენ. დღეს როჰინგები მოქალაქეობის არმქონე ყველაზე დიდი რელიგიური ჯგუფია.
ავტორი: ლაშა ვანიშვილი
Comments