top of page
თამთა შერმაზანაშვილი

რასიზმი და ჰომოფობია საქართველოში


ალბათ ყველას ერთხელ მაინც უნახავს რასიზმი, ქსენოფობია, ჰომოფობია, არასაჭირო გენდერული ნორმები ან საზოგადოებაში დამკვიდრებული მახინჯი სტერეოტიპები... ბევრი ამბობს ეს საკითხი მძაფრად არ უნდა აღიქვა შენ ხომ ეს არ გეხებაო, მაგრამ როგორ დაგიჯეროთ როდესაც მაგალითად ვინმეს ნათქვამ ბითიესს ვუსმენზე, პასუხი ყოველთვის არის “ააა იმ ჩინელებს? იმ წვრითვალებებს? “ და ბევრი სხვა ფრაზა რომელიც დისკრიმინაციაა რასობრივი ნიშნით. თან ამ ყველაფერს ასე ლაპარაკობს ხალხი, რომლებიც ჩვენი საზოგადოების “ნათელ” “ერუდირებულ”, “ლიბერალურ” ნაწილს წარმოადგენს.

ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ არ მომწონს ფრაზა კანონის წინაშე ყველა თანასწორიაო, როდესაც ეს ასე აშკარად არ არის. ძირითად შემთხვევაში კი ეს უთანასწორობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების ბრალია. რასობრივი დისკრიმინაცია მთელს მსოფლიოში სენსიტიური და მძიმე თემაა, რაც ინფორმაციის ნაკლებობით, სტერეოტიპული დამოკიდებულებების და არასწორი განათლების სისტემითაა გამოწვეული. ყოველთვის მეგონა რომ ჩემი თაობა და შემდეგი თაობა ამას შეცვლიდა.... ახლაც მგონია. იცით რატომ? აი ის “დასაცინი” ბავშვები ვიღაც “ჩინელებს” რომ უსმენენ სინამდვილეში ძალიან ჭკვიანი, ტოლერანტული და განათლებული ბავშვები არიან, რომლებსაც კარგად აქვთ გააზრებული დღევანდელი სოციალური პრობლემები. რომლებსაც ყოველთვის მკაცრი საპასუხო რეაქცია აქვთ რასიზმზე, ჰომოფობიაზე, სექსიზმზე და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციაზე. ამ ბავშვებთან მე ყოველდღიური კონტაქტი მაქვს და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ თაობის ნათელი წერტილები არიან. ხშირად მათ “ფანატიზმს” და “აგრესიას” აწერენ, როდესაც სინამდვილეში მთელი გულის იცავენ იმას რაც სჯერათ რომ სწორია! მთელი გულით და ენერგიით იცავენ იმას რაც უყვართ! მთელი მონდომებით იცავენ ღირებულებებს რაზეც ის “ჩინური” ჯგუფი დგას რომელსაც უსმენენ. გაინტერესებთ ჩინური ბრჭყალებში რატომ ვწერ? იმიტომ რომ ეს ჯგუფი სულაც არ არის ჩინური. კორეულია, მაგრამ საზოგადოების ამ ნაწილისთვის ყველა აზიელი ჩინელია და როდესაც უხსნი რა დონეზე არასწორი მიდგომაა ეს, სიცილით გეუბნებიან რომ ზედმეტად სენსიტიური ხარ....

მე 20 წლის ვარ. ჩემზე ვერ იმოქმედებს დაცინვა და ირონია. მე მაინც ის მომეწონება , რაც მომწონს მაინც დავიცავ იმას, რაც მგონია რომ სწორია, მაგრამ იცით ვისზე მოქმედებს? ბავშვებზე, რომლებსაც საზოგადოების ნაწილი“14 წლის ნინიკოებს” ეძახის. რა არის დასაცინი 14 წლის გოგოების ინტერესებში? ამ ფრაზაში ჩაქსოვილ შეპარულ სექსიზმე ლაპარაკს არც დავიწყებ. უბრალოდ სამარცხვინოა რომ თინეიჯერი გოგონების იმტერესები ავტომატურად არავალიდურად და არარელევანტურად აღიქმება. უბრალოდ სამარცხვინოა რომ თინეიჯერი გოგონების გატაცებები ავტომატურად უხარისხო პროდუქტად და დასაცინ ამბად ინიღბება. იცით კიდევ რა არის სამარცხვინო? ყველა ბიჭი რომელიც ამ ბენდს უსმენ ავყომატურად ჰომოსექსუალად რომ ირავცხება და თან ამ სიტყვას შეურაცხმყოფელი მნიშვნელობით იყენებენ.

ამ ბავშვების მენტალური მდგომარეობა, აზრები, იდეები, პრობლემები ბევრს საერთოდ არ აინტერესებს. იტყვიან დეპრესია მაქვსო და ასაკს დააბრალებენ, "მატრაკვეცა" ხარო ეუბნებიან. იტყვიან რომ იდენტობის კრიზოსი აქვთ და ამასაც მოგონილ ამბად რაცხავენ. იტყვიან რომ დამკვიდრებული სექსიზმი აწუხებთ და “გიჟი ფემინისტები” ხდებიან ავტომატურად. მშობლებს ბევრი ბავშვი ვერ ელაპარაკება ამ ყველაფერზე რადგან უფროსი თაობის წარმომადგენლების რაღაც ნაწილს ამ ყველაფერზე ჯერ კიდევ საკმაოდ ცუდი დამოკიდებულება აქვთ. თანატოლებიც დასცინიან სენსიტიური ხარო უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია ჩვენს ქვეყანაშიო... მე კიდევ არ მგონია რომ შემდეგი თაობის მენტალურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი რამე არსებობს, არ მგონია რომ თანასწორობაზე მნიშვნელოვანი რამე მოიძებნება.

ეს ახალგაზრდები რომლებიც ამას უსმენენ პოულობენ ხსნას ამ ყველაფერში. ვიღაცისთვის ეს სასაცილოა და ზოგიერთი ჩვენგანისთვის სენსიტიური, რადგან მათთან კონტაქტი გვაქვსდა ვუყურებთ როგორ იბრძვიან ყოველ დღე რომ დაიცვან ის რაც სწორი ჰგონიათ, კი ეს ბავშვები არ გაჩაგრინებენ თავს, აქვთ ის სითამამე რაც ასე ძალიან გინდათ არ ჰქონდეთ!!




6 views0 comments

Comments


bottom of page