top of page
Writer's pictureნინელი აბულაძე

რა ხდება ფანჯრებს მიღმა?!

Updated: Mar 30, 2021




შევაღო თუ არა?! ნეტა იქ რა ხდეება?!

ალბათ შეიძლება გეუცნაუროთ ,მაგრამ სამყაროში ყველაზე დიდი „კედელი“ ფანჯარაა, ხო ის გამჭვირვალე მინის ფანჯარა,ყველაფერი რომ ნათლად ჩანს და თან არაფერიც არ ჩანს.

ამ ფანჯრის იქით სულ გვაინტერესებს რა ხდება და თან არ გვინდა ვიცოდეთ, ან უკვე ვიცით და თვალებს ვხუჭავთ. თუმცა ფაქტი ერთია, ის რაც ფანჯრის მიღმაა იქვე დარჩება თუ ფანჯარას არ გავაღებთ.

როგორ შეუძლია ამ პატარა მართკუთხედ მინას ასე დააშოროს ადამაიანები და თან ასე დაახლოვოს?!- მარტივად.

ფანჯრას ორი მხარე აქვს შიგნით და გარეთ,მაგრამ მე მესამესაც დავამატებდი შუაში. ეს მესამე თავსებურად საშიშია.

შიგნით სახლია დედაცაა, ცხელი შოკლადის ჭიქით ხელში, აქ სითბოა,სიკეთე,იქ ის ხარ, როგორიც გინდა იყო სინამდვილეში, იქ ფარდაგადაფარებულ ოთახში შეუსაბამოდ გაცვია, ცეკვავ უაზრო მელოდიაზე, ჭამ შუა ღამით,ეხუტები მას ვინც გიყვარს,ტირი,იცინი, მოგზაურობ სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი ადამიანის ისტორიას ისმენ ,იძირები წიგნებში, ძველ ალბომებში.

ოთახი ლურჯად,უფრო მუქ ცისფრად გაქვს შეღებილი, რადგან მოგწონს ეს ფერი, მერე რა, თუ სხვებს ჰგონიათ რომ შენს ოთახს ვარდისფერი უფრო უხდება. კედელზე დიდი ცისარტყელააა მიხატული. შენი და შენი მეგობრების ფოტოები ზედ ფერადი სკრეპებით გაქვს მიმაგრებული იმ ფოტოებში მოგწონს შენი თავი, რადგან ბედნიერი ხარ მათთან ერთად. შენს ოთახში ერთად-ერთი რაც არ მოგწონს ვერცხლისფერი განათებაა, ცივი და უსიამოვნო, შენ ყვითელი ნათურები გინდა,მზისფერი,მაგრამ არ გაქვს. იქ ფანჯრის შიგნით შენი ოთახია, მაგრამ შენს ოთახსა და სხვა ოთახებს შორის კიდევაა ერთი რამ -კარი მაგრამ ის ისეთი ძლიერი არაა, როგორც ფანჯარა, ის ზოგჯერ ვერ აკავებს სისასტიკეს, რადგან კარებს როცა აღებენ შენ თავს ვერ იცავ მთვრალი მეზობლისგან,ან გაბრაზებული მამისგან, შემდეგ თავს უცხოდ გრძნობ, ამიტომ ფანჯრის მიღმა ყოველთვის სახლი არაა, თუმცა ამას ვერავის ეტყვი, რადგან ხალხისთვის ის რაც ფანჯრის შიგნით ხდება იქვე რჩება. შენ გეუცნაურება, ფანჯარაში შემოხედვას ყოველთვის ცდილობენ,როცა საქმე შენს პირადს ეხება,ხოლო როცა დაუცველი ხარ ამ გამჭვირვალე ფანჯარას ისე ჩაუვლაინ ხოლმე თითქოს სქელი ფარდა იყოს ჩამოფარებული.

მეორე მხარეს ანუ ფანჯრის გარეთ სხვა რამ ხდება. იქ შეიძლება ის სითბო არ იყოს, რაც შიგნით გაქვს, მაგრამ გარეთ თავისუფლებაა. იცი, რომ სულ ფანჯრის შიგნით ვერ დარჩები,რომ გარეთაც უნდა გამოხვიდე, მიუხედავად შენი შიშისა, უნდა გაიხედო ფანჯარის მიღმა,იქ ცივი,თეთრი მთები რომ მოსჩანს. შენ მოგწონს ეგ მთები,მხოლოდ იმის შიშით რომ იქ ძალიან ცივა ამ სიამოვნების გამოტოვება არ ღირს.

ფანჯრის მიღმა გგასვლა შენთვის,შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ვალდებული ხარ.

კი,ფანჯრის მიღმა შეიძლება ცუდი ადამაინები იყვენენ, ზუსტად ისინი შენს ფანჯრის შიდა ამბებით რომ არ ინეტრრესდებიან მაშინ როცა გჭრიდება, მაგრამ შეიძლება იქ იამაზ მეტი თავისუფეობა იყოს ვიდირე ოდესმე გიოცნებია, იმაზე მეტი შესაძლებლობა ,ძალა,რომ შენ გახდე სხვა ფანჯრის შიგნით მცხოვრები ადმიანების ხმა,მეგობარი და ქომაგი,ამიტომ უნდა გახვიდე ფანჯრის მიღმა.

მესამე კი შუაა,ეს ყველაზე რთული მხარე, როცა შიგნიდან გარეთ გიბიძგებენ გარედან კი შიგნით. შენ გადახტომის გეშინია, და ასე რორ მხარეს შორის გაჭედილი ძალიან დიდხანს ზიხარ ფანჯრის რაფაზე. ელოდები სწორ დროს, რომელიც რა თქმა უნდა არ მოვა, მაგრამ წავა,წავა შანსი, რომელიც ბევრჯერ მოგეცა. მაშინ ორი გზა გაქვს, ან სამუდამოდ შიგნით დარჩე და შეეგუო ან გარისკო და გარეთ გახვიდე, რომ დაინახო, გარედან შეხედო ,კიდევ ვისი ფანჯრიდან გამოდის ვერცხლისფერი შუქი. რომ მერე იბრძოლო რომ შენიც და მისი ფერიც შეცვალო, მერე მოდის ბალანსი,ჰარმონია ფანჯრის ორივე მხარეს მზისფერი შუქია შენი ოთახის სიმყუდროვე კი მთელს სახლს მოედება.

და მაინც რომელ მხარეს ირჩევ?!

12 views0 comments

Comments


bottom of page