top of page
Writer's pictureთათა ქარელი

პროფესია, რომელიც ჩარჩოებს სცდება

Updated: Apr 22, 2021


სასმლის შეთავაზება თუ შერჩევა, კოქტეილების დამზადება და ხშირად შოუს ელემენტებით დატვირთული სანახაობა. ეს ყველაფერი დღეს ბარმენის მოვალეობაა. ასე ხსნის თავის პროფესიას ბარმენი ლერი თვალიაშვილი. როგორც თავად ამბობს დახლი არის ხიდი სტუმარსა და ბარმენს შორის, რომელიც მათ აერთიანებს.

ზოგიერთი კოქტეილი სტუმართან საუბრის შემდეგ იქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალურად სტუმარზე მორგებული სასმელია. ასეთი სასმელის შექმნა კი ბარმენის დიდ ყურადღებასა და კრეატიულობას მოითხოვს.

ბარმენი მხოლოდ სასმელს არ ამზადებს, ის ხშირად თავისდაუნებურად ადამიანების მესაიდუმლეც ხდება, რაც მის პროფესიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

13 views0 comments

Comments


bottom of page