top of page
Writer's pictureშველიძე სოფიო

პანდემიის გავლენა ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

Updated: Apr 21, 2021


ერთ წლის წინ, ამ დროს, საზოგადოებას თავი კოშმარში ეგონა, თითქოს გამოღვიძებას ველოდით. გამოვფხიზლდით, თუმცა რეალობა არ შეცვლილა, ჩვენ ისევ ძალიან რთულ და დაძაბულ სინამდვილეში გვიწევს არსებობა. 2020 წელს დაავადების თავიდან აცილების მიზნით მსოფლიოში იზოლაციის რეჟიმი დაინერგა, რამაც არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მძიმე მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი მოგვაყენა.


სამსახურები, სკოლები, უნივერსიტეტები დაგადავიდა ონლაინ რეჟიმზე. საყვარელი ადამიანების დასაცავად თავს მათი ნახვა ავუკრძალეთ, ეკრანსმიღმა სახეების ცქერა კი მონატრებას სულაც არ გვიქრობდა. იზოლაციამ მოგვწყვიტა სოციუმს, ვიზრუნეთ საკუთარ და სხვის სიცოცხლეზე- დავრჩით სახლში, მაგრამ ნამდვილად გადავრჩით?!



2020 წელს სამეცნიერო ჟურნალი „ლანცეტი“ აქვეყნებს კვლევას, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იზოლაცია. ავტორებმა გააანალიზეს რამდენიმე ათეული სტატია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კარანტინის მოქმედების დროს, საინტერესოა ის, რომ განხილული მასალები არა მარტო 2020 წლის პანდემიას, არამედ 2014 წელს ეგოლასა და 2003 წელს SARS -ის გავრცელების პერიოდს ეხება. მათ უმეტესობაში ხაზგასმულია, რომ იზოლაციამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი ფსიქოლოგიური შედეგები: უძილობა, ემოციური არასტაბილურობა (პოსტტრამვული სინდრომი), შფოთვის მომატება და დეპრესია.



ცხადია, ამ კვლევის შედეგები სრულად ვერ ასახავს ახლანდელ მდგომარეობას, რადგან პირველად ისტორიაში კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით განაპირობა იზოლაცია. მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ ამ პერიოდის გავლენას ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. თუმცა, ექიმები უკვე საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორ მოიმატა შფოთვამ, თვითმკველობის გრძნობამ, ოჯახებში ძალადობამ, ემოციურმა დისგულაციამ და პანიკურმა შეტევების გამოვლინების შემთხვევებმა.


”პანდემია, იზოლაცია და გაურკვევლობა შესანიშნავი პირობებია დეპრესიის განვითარებისა და სუიციდური აზრების წარმოქმნისთვის”.

გამოცემა Esquire -ის სტატიაში ვკითხულობთ ფსიქოლოგისა და თერაპიის ასოციაციის წევრის კომენტარს, რომელიც გამოთქვამს ვარაუდს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ფსიქოლოგებთან გამოძახებების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება, რადგან არსებული ფაქტორები იქნება ეს სოციალური იზოლაცია, უკონტროლებელი სიტუაცია, გაურკვევლობა თუ სხვა გააძლიერებს დეპრესიას და შფოთვას.


„ფსიქოლოგიური თემების წევრები პროგნოზირებენ, რომ ეპიდემიის დასრულების შემდეგ გაიზრდება ფსიქოლოგებთან გამოძახებების რაოდენობა."

გაეროში ამბობენ, რომ Covid-19 ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმართულებით ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობას წარმოქმნის, რათა მასობრივად არ მოიმატოს ფსიქიკური პრობლემების რაოდენობამ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსის განცხადებით:

„პანდემიის გავლენა ადამიანთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უკვე უკიდურესად შემაშფოთებელია.“

აღნიშნული სტატიები და განცხადებები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პანდემიამ ადამიანებს შესაძლოა, ძლიერი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მოუტანოს.






Comments


bottom of page