top of page
ifonimojo

მედიაში გენდერული სტერეოტიპების შესაცვლელად ტრენინგები გაიმართა

Updated: Jul 5, 2021


გენდერული სტერეოტიპების შესამცირებლად, მედიაორგანიზაციებში ქალი ჟურნალისტების გასაძლიერებლად და მედია მრავალფეროვნების მხარდასაჭრად, ილია ჭავჭავაძის ცენტრში, მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრთან პარტნიორობით (MCERC), რვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის ტრენინგები ჩატარდა.


ტრენინგს უძღვებოდნენ მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრის (MCERC) დამფუძნებელი, თსუ–ის პროფესორი მარიამ გერსამია, ამავე ცენტრის გამგეობის წევრი და მკვლევარი, თსუ–ის ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე და ფსიქოლოგი მარინა გოქსაძე.


ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნვიერსიტეტის, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დასხვ.) ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა.



კურსი მოიცავდა შემდეგ თემატიკას:

• როგორ შევცვალოთ გენდერული სტერეოტიპები მედიაში (ახალ ამბებში, თოქ-შოუებსა და რეკლამებში)?

• როგორ გავაშუქოთ ოჯახური ძალადობა?

• როგორ გავაშუქოთ ტრაგიკული ამბები?

• გენდერული თანასწორობა - ისტორია, კანონმდებლობა, გამოწვევები.

• რაუნდავიცოდეთსენსიტიურიგაშუქებისფსიქოლოგიურთავისებურებებზე?



როგორც მსმენელები აღნიშნავენ, ტრენინგი მნიშვნელოვანი გზამკვლევია მედიაში გენდერული საკითხების სწორი გაშუქებისათვის. „ტრენინგი დამეხმარა აღმომეჩინა შეცდომები, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის მასალის მომზადების დროს ვუშვებდი. მიღებული ცოდნის დახმარებით ჩემთვის ნათელი გახდა თუ როგორ უნდა ავარიდო თავი სექსისტური, არასწორი ტერმინოლოგიის გამოყენებას“ , - აღნიშნავს რატი სარდანაძე. „ვფიქრობ, ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოვისმინეთ სხვადასხვა საინტერესო მოსაზრება, გავეცანით ქეისებს, რომელთა გამოყენებაც ჟურნალისტური საქმიანობისას თემის ხარისხიანი გაშუქების ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. ასევე, გენდერული სტერეოტიპების მსხვრევა, დისბალანსის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელი პრეროგატივაა, რომლის წინაშეც ვერაფერს გავხდებით საფუძვლიანი ცოდნის გარეშე. პირადად მე, მომავალ ჟურნალისტს ტრენინგი დამეხმარა საკუთარი უფლება-მოვალეობების უკეთ გააზრებაში და გენდერის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაღრმავებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჭავჭავაძის ცენტრს და ტრენინგის ორგანიზატორებს“ , - მარიამ გრძელიშვილი.


"გენდერული სტერეოტიპების შეცვლაში ძალიან დიდი როლი და პასუხისმგებლობა აქვთ ჟურნალისტებს. მათ ნამდვილად შეუძლიათ შეცვალონ ის დისკურსი და სამეტყველო ენა, რომელსაც დღეს გვთავაზობს მედია. ჟურნალისტს შეუძლია, უკარნახოს საზოგადოებას, უშუალოდ წყაროებს ნეიტრალური ტერმინოლოგია და გენდერულად მიუკერძოებელი პოზიცია. ვფიქრობთ, ამ ტრენინგის განმავლობაში შევძელით ის, რომ მომავალი ჟურნალისტები მეტად დაფიქრდებიან ამ საკითხებზე", – განაცხადა ტრენინგის ორგანიზატორმა, მედიაფსიქოლოგმა მარიამ გერსამიამ.


კურსის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცათ ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლვებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის სერტიფიკატები.


ტრენინგები და დისკუსიები მედიამენეჯერებთან ტარდება ქალი ჟურნალისტების გაძლიერებისა და მედია მრავალფეროვნების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში.





70 views0 comments

Comentários


bottom of page