top of page

ლუთერანობა ქართული კულტურის კვალდაკვალ

  • ifonimojo
  • Apr 22, 2021
  • 1 min read

თბილისის შერიგების ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია (გერმანულად - Versöhnungskirche in Tiflis) — თბილისში მდებარე ერთადერთი მოქმედი ლუთერანული ეკლესიაა. მშენებლობა მიმდინარეობდა 1995-1997 წწ. ეკლესიის აგებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს გერთ და ხრისტიანა ჰუმელებმა.შენობის ფასადი და გეგმა ქართველი არქიტექტორს — გივი მეტრეველის ეკუთვნის.


ree

მარტინ ლუთერის თეოლოგიურმა რევოლუციამ ბიძგი მისცა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ძვრებს და მნიშვნელოვნად განსაზღვრა დასავლური ცივილიზაციის სახე და შინაარსი. ვიტენბერგის უნივერსიტეტის კარზე 95 თეზისის მიჭედებით დაწყებულმა რეფორმაციამ, შრომის სპეციფიკურ, პროტესტანტულ ეთიკას დაუდო საფუძველი.

სწორედ გამორჩეული შრომისმოყვარეობის დამსახურებით აღმოჩნდნენ ლუთერანები საქართველოში. ცარისტული ხელისუფლება დაინტერესებული იყო რუსეთის იმპერიის პროვინციებში და მათ შორის საქართველოში, გერმანელების ჩასახლებით - მიიჩნეოდა, რომ ისინი არაერთი ეკონომიკური დარგის განვითარებასა და სრულყოფას შეუწყობდნენ ხელს და ადგილობრივებს ახალ ცოდნას გადასცემდნენ. იმპერია მათ მიწებს უთმობდა, გადასახადებისგან ათავისუფლებდა და აღმსარებლობის თავისუფლებას ჰპირდებოდა.

საბჭოთა რეპრესიების დროს ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ უდიდესი მატერიალური და მორალური ზიანი ნახა. ეკლესია ამჟამად სახელმწიფოსგან ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ან კომპენსაციას ითხოვს. ტაძრის ამჟამინდელი წინამძღვარი-ირინა სოლეი გვეუბნება,რომ ქონების დაბრუნებაზე არის მოლაპარაკებები,თუმცა პროცესები დროში არის გაყინული.


ლუთერანული ეკლესია ჩუღურეთის რაიონში, ტერენტი გრანელის 15 ნომერში მდებარეობს. ეზოში პარკი ,სტადიონი და სხვადასხვა რეკრეაციული სივრცეა მოყობილი,სადაც ყველას შეუძლია მისვლა.

ree

გამორჩეულად ლამაზია კუთხე,სადაც ყოველ შაბათ-კვირას წირვას აღავლენენ:


ree


ree

ree

ree

ლუთერანები აღდგომის დღესასწაულის პირველ კვირას ზეიმობენ.ამ დღეს ისინი ფსალმუნებს კითხულობენ,დავრდომილთათვის შემოწირულობას აგროვებე, საკურთხეველს ფერადი კვერცხითა და სუროთი რთავენ.


ree

ree

იკითხება დავითის ფსალმუნები სამ ენაზე : ქართულად, ლათინურად და რუსულად.


ree

ეკლესიაში საპატიო ადგილას ინახება მაცხოვრის ჯვარცმის სტატუა. იგი 1995 წელს ეკლესის გახსნის აღსანიშნავად, გერმანიიდან ქართველმა ლუთერანებმა გაამოაგზავნეს.

ree

უძველესი ლუთერანული ეკლესიის ფოტოები,რომლებიც არქივში ინახება

ree

ტაძრის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას გერმანიიდან ჩამოტანილი ორღანი წარმოადგენს,რომლიც ძირითადი დეტალებიც მოიპარეს,თუმცა გადარჩენილი კლავიშიანი ნაწილები დღეს უსაფრთხოდ ინახება


ree


ქრისტინა კვაჭანტირაძე

 
 
 

Comments

Couldn’t Load Comments
It looks like there was a technical problem. Try reconnecting or refreshing the page.
bottom of page