კორონა ვირუსისგან გამოწვეული პანდემია, როგორც ეკონომიკის სხვა სფეროებს ისე გართობის სფეროსაც განსაკუთრებით შეეხო. საკლუბო სცენა ახლა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია, ეგრეთ წოდებული, „ამოსუნთქვის საშუალება“ ამ სფეროში მომუშავე პირებს ბოლოს 2020 წლის ზაფხულში ჰქონდათ.გასულ ზაფხულს შესაძლებელი იყო ფესტივალების მოწყობა და ღია სივრცეებში ხალხისგაერთიანება ჯარიმების ხარჯზე. BASSIANI, KHIDI, MZESUMZIRA, MTKVARI, DAISI და მათი საორგანიზაციო ჯგუფებიზაფხულში ჩატარებულ თითოეულ ივენთზე, რომელიც თუნდაც ღია ცისქვეშ გაიმართა დაჯარიმდნენ 10 000 ლარის ოდენობით.
კლუბ BASSIANI-ს დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ამბობს, რომ ამჟამად დასაქმებულების მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან უკვე ერთ წელზე მეტია, რაც მათ შემოსავალი არ ჰქონიათ, გამომდინარე აქედან, ვეღარ შეძლეს პერსონალისთვის ხელფასის გადახდა.
„საქართველოს შრომის ინსპექტირებისდეპარტამენტმა არაერთი ღამის კლუბი დააჯარიმა 10 ათასი ლარით, ბევრ მათგანს დაადეს ყადაღა ანინკასო, ანაზღაურების გარეშეა დარჩენილი ამსფეროში მომუშავე ათასობით ადამიანი. ღამისკლუბების წარმომადგენლები შიშობენ, რომ თუკისახელმწიფო მათ ამ კრიზისის დაძლევაში არდაეხმარება, ქვეყნის საკლუბო კულტურა წარსულსჩაბარდება.“ - ნიკა ჭინჭარაული, BASSIANI-ს თანამშრომელი
როგორც უკვე აღვნიშნეთ გასულ წელს, ზაფხულში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ „მზესუმზირა“ და „მტკვარი“ გამართული ღონისძიებების გამო 10 000 ლარით დააჯარიმეს. ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ივენთები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა რეგულაციის გათვალისწინებით იყო ჩატარებული და უწყებისგანაც ჰქონდათ გარანტია, რომ არ დაჯარიმდებოდნენ, თუმცა დადგენილებაში, რომელიც კულტურის სამინისტრომ გამოსცა ელექტრონული მუსიკა დასაშვები კულტურული ღონისძიებების სიაში არ იყო შეტანილი.
„მიზეზი არის შემდეგი, რომ ახალი დადგენილებითელექტრონული მუსიკა საერთოდ არ არის შეტანილიკულტურულ ღონისძიებათა სიაში და ყველა ისრეგულაცია, რომლის დაცვაშიც დამატებითიფინანსური ხარჯი გავიღეთ, აღმოჩნდა ფუჭი ისევე, როგორც მათი დაპტირება, რომ მითითებებისზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში არდავაჯრიმდებოდით” ,- აცხადებდნენორგანიზატორები.
ამავე პერიოდში მსგავსი შინაარსის განცხადებაგაავრცელა კლუბ „მტკვარზე“ დამფუძნებელმა. მისითქმით, კორონავირუსის პანდემიის გამოდაწესებულმა შეზღუდვებმა საკლუბო სივრცესფინანსური პრობლემები შეუქმნა და ისედაცგაკოტრებული ბიზნესისთვის ამ ჯარიმების დაწესებასფეროს მიზანმიმართულ გაკოტრებას ჰგავდა. აღსანიშნავია, რომ mtkvarze გახსნის დღესვე დაჯარიმდა და მხოლოდ ერთი კვირა შეძლო გახსნილიყო.
ერთი თვეც არ არის გასული რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ tbilisi open air 2021 არ გაიმართება, სწორედ იმ რეგულაციების გამო, რომელთა დაცვაც ძალიან რთულია მსგავს სივრცეებში, გამომდინარე აქედან, ჯარიმის თავიდან აცილებაც თითქმის შეუძლებელია.
გასული წლის არაოფიციალური მონაცემებით, მსგავსი ივენთების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა 120 000 ლარი. ფაქტია, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში არათუ ღამის კლუბები ანბარები, არამედ ჩვეულებრივი კაფეებიც დაკეტილი იყო. ახლა კი მოდის კორონა ვირუსთან ერთად არსებობის მეორე ზაფხული, 6 თვეა უკვე მოქმედებს კომენდანტის საათი და საკითხავია რას უნდა ველოდოთ რეგულაციების მხრივ... ამავდროულად ისიც გვაფიქრებს გაიხსნება თუ არა სამთო ან საზღვაო კურორტები, რათა შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკის თუნდაც შიდა ტურიზმით განვითარება.მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე დიდ კითხვის ნიშანს აჩენს რა ბედი ელის კულტურის აღნიშნულ სფეროს და ჩატარდება თუ არა 2021 წლის ზაფხულში ფესტივალები.
(ფოტოები გამოყენებულია გუგლიდან)
ავტორი: თათია გუცაშვილი
留言