top of page
Writer's pictureეკატერინე გიგაური

კავკასიური ცარცის წრე ტექნოლოგიური პროგრესის ერაში


ბერლოტ ბრეხტის მიერ შექმნილი ეპიკური პიესის- „კავკასიური ცარცის წრის“ მოკლე შინაარსი ასეთია, გაქცევისას სიჩქარეში დედას ჩვილი ავიწყდება და ბავშვს საბოლოოდ ერთ-ერთი მოახლე ზრდის. წლების შემდეგ მიდის დავა, რომელია ნამდვილი დედა- რომელმაც გაზარდა, თუ რომელმაც გააჩინა?

ამ რთულმა და ფილოსოფიურმა საკითხმა ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მეტად საინტერესო შინაარსი შეიძინა. 21-ე საუკუნის გიჟურმა ტემპმა მშობელსა და შვილს შორის კავშირი გარდაქმნა. იმისათვის, რომ დედამ ან მამამ საკუთარი საქმე მოასწროს ისინი შვილს საუკეთესო სათამაშოს- გაჯეტს აძლევენ, რომელიც ფერადი, ხმოვანი და მსუბუქია. პატარაც ამ მოწყობილობის მარტივად ითვისებს. ასე გვევლინება აღმზრდელად- ტექნიკა, გამჩენად კი ადამიანი.



თუკი ჩვენ შევხედავთ ჩვენს გარშემო მყოფ მოზარდებს და უბრალოდ ვკითხავთ, ვინ არიან მათი კუმირები, ან ვინ არიან მათი საყვარელი პერსონაჟები ისინი უმალ დაგვისახელებენ ბლოგერებს ან ტიკტოკის და იუთუბის ვარსკვლავებს. მაშინ როცა, წინა თაობის კუმირები სამყაროსთვის მებრძოლი სუპერგმირები, მეფეები და ზღაპრის პერსონაჟები იყვნენ. ცოტა ხნის წინ შემხვდა ვიდეო, ლონდონის ქუჩებში გამოკითხული ახალგაზრდები ტიკტოკის ვარსკვლავს სცნობენ, ხოლო აბრაამ ლინკოლნს და უინსტონ ჩერჩილს ვერა. სოციალური ქსელების გავლენა იგრძნობა მოზარდთა ქცევებში და გემოვნებაში. უკონტროლო კავშირი ამ ქსელებთან კი, ზოგჯერ დამღუპველი ხდება.

მაგალითად დროტავერინის გამოწვევის გამო, რუსეთში 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, მისი მეგობარი კი რეანიმაციაში მოხვდა. ეს გამოწვევა მოიაზრებდა გარკვეული რაოდენობის დროტავერინის გადაყლაპვას, რომლის შეძენაც აფთიაქებში იაფად და ურეცეპტოდ შეიძლება. იტალიაში უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა 10 წლის გოგონა, რომელიც ჩართული იყო ერთ-ერთ თამაშში, თამაშის პირობებმა ასფიქსია და ბავშვის სიკვდილი გამოიწვია. „ტიკტოკი და იუთუბი იყო მისი სამყარო. ასე ატარებდა ის დროს“ ვკითხულობთ, გოგონას მამის სიტყვებს როიტერსში. გოგონას მამის სიტყვები, რომ ვირტუალური სამყარო მისთვის ყველაფერი იყო საგანგაშო და ყურადსაღებია და როგორია თქვენს გარშემო მყოფი მოზარდების სამყარო?!



თანამედროვეობამ საკუთარი „თალგამის პრინციპი დაამკვიდრა“ მშობლების შეცდომებმა, თუ წუთიერმა მოდუნებამ, შეიძლება ბავშვსა და მშობელს შორის კავშირი გადააგვაროს და როგორც მაგალითებიდან ვხედავთ, ინტერნეტთან და გაჯეტებთან უკონტროლო წვდომამ შეიძლება მათზე საშინლად იმოქმედოს.




Comments


bottom of page