top of page
ifonimojo

ირაკლი ჯავახიშვილი- Webdock

ირაკლი ჯავახიშვილი 29 წლის პროფესორია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში , რომელიც ერთადერთი კათოლიკური უნივერსიტეტია არა ხოლოდ საქართველოში, მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამასთანავე მუშაობს კავკასიის ლათინო-კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციაში და არის საქართვლოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის თანამშრომელი.


ირაკლი ჯავახიშვილი მართმადიდებლურ ოჯახში დაიბადა და 20-21 წლის ასაკში კათოლიკე გახდა. უნივერსიტში სწავლისას საკონფერენციო თემად კათოლკიკური სწავლება ჰქონდა , რამაც ნელ-ნელა გაიტაცა. თარგმანებმა და სწავლებებმა უფრო სიღრმისეულად გააცნო კათოლიკობა და ბევრი საერთო აღმოაჩინა მის სულიერებასთან, დიდხნიანი ფიქრის შემდეგ კი კათოლიკეც გახდა.


მისი მეუღლე მართმადიდებელია, თუმცა როგორც ირაკლი აღნიშნავს, ურთიერთობაში ეს ნაწილი პირიქით უფრო მრავალფეროვნების და სილამაზის შემომტანია.

მისთვის კათოლიკობა საქართველოში დიდ გამოწვევასა და გაბედულობასთან ასოცირდება, თუმცა მეორე მხრივ დიდ სიამაყესთნაც „ იყო ქართველი კათოლიკე ნიშნავს, რომ იყო ძალიან ამაყი და და ამავე დროს ძალიან ბევრი რამ გააკეთო საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის“ ამბობს ირაკლი.

კათოლიკობაში განსაკუთრებულ ასპექტად ქრისტიანულ სისავსესა და უნივერსალურობას ასახელებს და თვლის, რომ კათოლიკობა არის ყველასთვის, განურჩევლად რომელი ჯგუფს მიეკუთვნები , რა ეროვნების ხარ და ა.შ.




ავტორი; თამთა შერმაზანაშვილი


24 views0 comments

Comments


bottom of page