top of page

თბილისის (ჯუმა) მეჩეთი

  • ifonimojo
  • Apr 22, 2021
  • 1 min read

Updated: Apr 22, 2021


ree

თბილისის (ჯუმა) მეჩეთი დღეისთვის შემორჩენილი ერთადერთი მუსლიმური სალოცავია ქალაქში. მას ხანგრძლივი ისტორია აქვს.

ძველ თბილისში, აბანოთუბანში, ნარიყალას ციხე-სიმაგრის ძირში, ბოტანიკურის ქუჩის ბოლოს მდებარეობს.

ჯუმა მეჩეთი 1723-35 წლებში ოსმალებმა ააშენეს, რომლებსაც იმ დროს თბილისი ეკავათ. 40-იან წლებში სპარსელებმა დაანგრიეს კიდეც, აღდგენა კი მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებში მოხერხდა.

ree

აგურით ნაშენი მეჩეთი დამრეც ფერდობზე დგას. გრძივ კედლებზე შიესრულ თაღოვანი სარკმელებია. მის არქიტექტურაში შერწყმულია ნეოგოთური და ისლამური ელემენტები. კარიბჭეზე რვაწახნაგა მინარეთია აღმართული, რომელიც შორიდანვე იქცევს ყურადღებას და სხვადასხვა რაკურსიდან განსხვავებულად აღიქმება.

ree

მლოცველები უხმაუროდ იხდიან ფეხსაცმელს, აწყობენ თაროებზე და სუფთა სამლოცველო დარბაზში შედიან.

ree

ree

ree

ree

ამჟამად თბილისში მცხოვრებ მუსლიმ მორწმუნეთა ორი ნაწილია – სუნიტები და შიიტები. სუნიტების მეჩეთი თბილისის ერთადერთი მოქმედი მეჩეთია. ის ემსახურება როგორც სუნიტური, ისე შიიტური მიმართულების მუსლიმებს. ისინი ალაჰისადმი ლოცვას ერთად აღავლენენ, რაც არც ისე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში.

ree

ree

თავდაპირველად მეჩეთი გაყოფილი იყო შავი ფარდით, რომლის ერთ მხარეს სუნიტები და მეორე მხარეს შიიტები ლოცულობდნენ. დღეს მეჩეთი ყველასთვის ერთნაირად გახსნილია. აქ იერარქიული საფეხურებიც გაყოფილია სუნიტებსა და შიიტებს შორის.

ree

ree

თბილისის მეჩეთი ექვემდებარება აზერბაიჯანის მუფტის.

ree

თბილისის მეჩეთში პარასკევის ტრადიციულ (ჯუმის) ლოცვას პანდემიამდე ასობით უცხოელი მუსლიმიც ასრულებდა, ადგილობრივებთან ერთად. აქ სრულდება ბაირამის სადღესასწაულო ლოცვებიც, აღინიშნება ყველა რელიგიური დღესასწაული და მნიშვნელოვანი დღეები, ასევე მუჰარრემის თვეში ქერბელას შაჰიდების საპატივცემულოდ სამგლოვიარო რიტუალები ტარდებოდა.

ree

ჯუმა მეჩეთი არაერთი მიზეზის გამო არის უნიკალური, ერთ-ერთი სწორედ ეს ორი მიჰრაბი ანუ სალოცავი ნიშაა. ისინი მუსლიმთა წმინდა ქალაქ ქააბისკენ არის მიმართული და საითაც მლოცველი უნდა იყურებოდეს ლოცვისას. (დარბაზში ასეთი ორია).

ree

ree

ree

ree


ree

ree


ree

ree

ree

მეჩეთთან მოქმედებს ასევე "მედრესე" – მუსლიმური რელიგიური სკოლა.

ree

ree

ქალები კაცებისგან განცალკევებით, სხვა დარბაზში იკრიბებიან და იქ ლოცულობენ.

ree

ree

კვადრატული ფორმის ქვები, რომლებიც სვეტზე კიდია- ეს მექიდან ჩამოტანილი სალოცავი ქვებია, რომლებსაც ნამაზისას შუბლზე იდებენ.

ree

ree

ავტორები: სალომე ამირიძე, ქეთი მაისურაძე.



 
 
 

Comments


bottom of page