top of page
Writer's pictureშველიძე სოფიო

ზღვარზე

Updated: Apr 22, 2021

ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობა მძიმეა. პანდემიამ ისედაც ქარში „ლერწამივით მოქანავე“ ეკონომიკა, სულმთლად გაანადგურა. გაძვირდა ცხოვრება, გაიზარდა საარსებო მინიმუმი. კრიტიკულ ზღვარზე მყოფი მოსახლეობა პანიკაშია.

შეზღუდვებმა პრობლემები შეუქმნა მცირე ბიზნესებსაც. მიკრო მეწარმეებმა დაკარგეს შემოსავალი. მაგრამ რისი თქმა შეგვიძლია იმ ადამიანებზე, რომლებიც, სწორედ, ასეთი მიკრო მეწარმეების მიერ არიან დასაქმებულები, რომლებიც პანდემიამ და მოსალოდნელმა შეზღუდვებმა, შესაძლოა, ისევ სახლში დასვას, ისევ უშემოსავლოდ დატოვოს. რა ელით მათ?!



შიშით ველოდები მესამე ტალღას, ყოველდღე გაფაციცებით ვადევნებ თვალს საინფორმაციოს, იქნებ შეზღუდვები სამკვერვალოებს არ შეეხოს. ჩვენ ხომ დღიური გამომუშავებით ვარჩენთ ოჯახებს.- ჯულია 64 წლის.











ფაქტობრივად, გამოსავალი არ გვაქვს. შეზღუდვების ამოქმედება ისევ უშემოსავლოდ დაგვტოვებს, იძულებულები ვართ იმედი არ დავკკარგოთ. იმედი, რომ ეს რთული რეალობა შეიცვლება და კვლავ დავიბრუნებთ სტაბილურობის განცდას. - დალი 54 წლის.





საბედნიეროდ, სოფელი მაქვს. მიწაზე მუშაობამ და ოჯახთან ერთად ყოფნამ ნაკლები სირთულით გადამატანინა ჩაკეტილობა და უმუშევრობა. მთავარია, ღმერთის იმედი არ დავკარგოთ, მე ეს მაძლებინებს.- ნინელი 67 წლის.



არ მინდა ის დრო გავიხსენო, როცა სახლში მშობლების პენსიის იმედად ვისხედით მე და ჩემი შვილი. რთულია, როცა გამოსავალს ვერ პოულობ. იმედი მაქვს იგივე აღარ განმეორდება. - რუზანა 36 წლის.











განსაკუთრებით, რუტინული ცხოვრებით დავიღალეთ. გათენდება სამსახურში მოვდივართ, დღის განმავლობაში თავაუღებლად ვმუშაობთ. რთული დრო მოვიდა, მძიმე და ერთფეროვანი. -
ია 34 წლის.





Comments


bottom of page