top of page
Writer's pictureთათა ქარელი

ელექტრონული მუსიკა, 21-ე საუკუნის პოპულარული მიმდინარეობა

Updated: Apr 21, 2021

მუსიკის შექმნა, ეს ის უდიდესი ტალანტია, რომლითაც მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანები ჯილდოვდებიან. ერთია, როდესაც შეგიძლია საყვარელი მელოდია იმღერო, თუმცა განსაკუთრებული სიამოვნება უშუალოდ მუსიკის შექმნის პროცესშია. დროთა განმავლობაში მუსიკალური ტრენდები და გემოვნება იცვლება, ყველა ეპოქას სხვადასხვა მუსიკალური გაფორმება გასდევს ფონად. თუ 30-იან წლებში ჯაზი იყო პოპულარული, მოგვიანებით როკი გაჩნდა. ასევე 50-იანი წლებიდან იღებს სათავეს ჰიპ-ჰოპ მუსიკა. დღესდღეობით განსაკუთრებული პოპულარობით ელექტრონული მუსიკა სარგებლობს. ბოლო წლებში საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამ მიმდინარეობით და ასევე გაჩნდა ბევრი საინტერესო ადგილი, სადაც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ხშირად იხილავთ. ამ კუთხით საქართველო მსოფლიოს მასშტაბითაც გახდა ცნობილი, ვინაიდან ბევრი ტურისტი ჩვენს ქვეყანას სწორედ გემოვნებიანი და ხარისხიანი ელექტრონული მუსიკის მოსასმენადაც სტუმრობდა.ერთ-ერთი პორველი და აქტიურად დატვირთული ლოკაცია გახლავთ კლუბი „ბასიანი“, სადაც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მუსიკოსების მიერ შექმნილი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა გვაქვს.

გარდა ღამის კლუბებისა საქართველოში კლუბური მუსიკის არაერთი ფესტივალი ტარდება. მათგან ყველაზე ცნობილი გახლავთ “4GB”. ელექტრონული მუსიკის ეს საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში 2017 წლის შემდეგ ყოველწლიურად იმართება.


მას შემდეგ რაც ჩვენს ქვეყანაში კლუბური მუსიკა უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, დაინერგა ახალი პროფესია „დიჯეი“. სწორედ დიჯეი, გახლავთ ის ადამიანი, რომელიც უკრავს წინასწარ ჩაწერილ მუსიკას გამიზნული აუდიტორიისთვის. “დიჯეი ზეი“ თბილისის მასშტაბით ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ამ სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის კი მისი სახელი უცხო ნამდვილად არ არის.



დავით ზეიკიძე კავკასიის ბიზნეს სკოლის სტუდენტია, ის სწავლასა და შემოქმედებით საქმიანობას ერთმანეთს უთავსებს. 20 წლის ასაკში უკვე 25-ზე მეტი მუსიკალური კომპოზიცია აქვს შექმნილი, ასევე როგორც დიჯეი აქტიურად იღებს მონაწილეობას მუსიკალურ ღონისძიებებში. მსმენელს სთავაზობს როგორც საავტორო, ასევე უცხოელი მუსიკოსების მიერ შექმნილ მუსიკას. მუსიკისადმი სიყვარული ბავშვობიდან აქვს, უკრავს ელექტრო გიტარაზეც. გარდატეხის ასაკში დაინტერესდა ელექტრონული მუსიკით და თავისი პირველი კომპოზიციაც 18 წლის ასაკში შექმნა, სახელად “Lovely chaos”- ანუ საყვარელი ქაოსი. სწორედ მას შემდეგ მუსიკის შექმნას აქტიურად შეუდგა და ფიქრობს, რომ ეს ის საქმეა, რომლსაც ცხოვრების ბოლომდე გააკეთებს, რადგან ამით უდიდეს სიამოვნებას იღებს.




„ZEI“ სწორედ ამ სახელწოდებით შეგიძლიათ დავით ზეიკიძის იუთუბ არხის მოძებნა, სადაც საკუთარ შემოქმედებას მსმენელს ყოველთვის უზიარებს. როგორც თავად ამბობს ყველაზე დიდ ენერგეტიკას თავისი შემოქმედების მსნენელისგან იღებს, რაც შემდგომ მომდევნო ნამუშევრის შექმნაში ეხმარება.

ავტორი: თამარ ქარელი

25 views0 comments

Comments


bottom of page