top of page
ifonimojo

გულგრილობის მუშტი

Updated: Apr 22, 2021



რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ერხთელ მაინც არ ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. იქნება ეს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა, სექსუალური შევიწროება თუ სხვა.

ძალადობასთან ბრძოლა რთული და კომპლექსური პროცესია. განაკუთრებით კი, მაშინ, როცა საქმე ეხება ისეთ ადამიანებზე ძალადობას, რომლებსაც თავის დაცვა არ შეუძლიათ.

ადრეულ ასაკში ძალადობის შემთხვევების უმეტესობა, მოზარდობაში და შემდეგ წლებში იჩენს თავს. რაც მათი მხრიდან აგრესიულობას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, ძადლობის წახალისებას გულისმობს. ბავშვთა მიმათ ძალადობისას ზიანდება მათი ფსიქიკა, ჯანმრთელობა,ფერხდება ფიზიკური და გონებრივი განვითარება. ეჭვქვეშ დგება მათი მომავალი. კვლევების მიხედვით მოზარდებს, რომლებიც ბავშვობაში იყვენე ძალაოდბის მსხვერპლი ეს ტრამვა ცხოვრების ბოლომდე მიყვება, იგი გამოიხატება,როგორც ფიზიკურ პრობლემებში, გულის ტკივილი,სუნთქვითი პრობლემები, სიმისვნე. ასევე ფსიქიკურ პრობლემებში, აგრესია, უძილობა, შიშები, არასრულფასოვნების კომპლექსი.

ბავშვებზე შეიძლება ძალადობდნენ სისტემატიურად ან პერიოდულად. ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობას გამართლება არ აქვს.



ბავშვებზე ძალადობის რამდენიმე ფორმა არსებობს, როგორიცაა, ფიზიკური ძალადობა , რომლის დროსაც მოძალადე ფიზიკურად ეხება ბავშვს, სცემს მას, ამის მიზეზს კი ბავშვის ბრალეულობით ხსნის, ან უბრალოდ უმიზეზოდ იყრის მასზე ჯავრს.

ფსიქოლოგიური ძალადობა, მუდმივი დაშინება. შეიძლება მოძალადე თავად ბავშვზე ფიზიკურად არ ძალადობდეს, მაგრამ მის სხვა ოჯახის წევრზე კი. მაგალითად დედაზე, ეს ყველაფერი კი ბავშის მეხსიერებაში რჩება.

სექსუალური ძალადობა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სამწუხაროდ ბოლო ხანებში გახშრებული ძალადობის ფრომაა, რომელიც საზოგადოების აბსოლიტური უმრავლესობისთვის მიუღებელია. საქართველოში სექსუალური ძალდობის მაჩვენებლის ზრდამ დააჩქარა კანონში შესატანი ცვლილების დამტკიცება, რომელის მიხედვითაც არასრულწლოვნის გაუპატიურება სამუდამო პატიმრობით დაისჯება.



ბავშვი ძალადობის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ოჯახში ასევე სხვაგან, სკოლაში,ქუჩაში, ხატვის ან მუსიკის წრეზე. ვერცერთი ქვეყანა ვერ იტყვის , რომ ძალადობისგან 100% დაცულია მისი მოქალაქე. მაგრამ რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა მოქმედებს ძალადობის სტატისტიკაზე.

რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა და მაღალია, როგორც ცხოვრების ასევე განათლების დონე მით უფრო დაბალია ბავშვებზე ძალადობის რისკი.

ბავშვის ძალადობისგან დაცვა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. თუმცა ამ მხირვ საქართველოში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაკლებობა შეინიშნება. მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის,რომ ის რაც ოჯახში ხდება, მხოლოდ ოჯახის საქმეა და სხვა არ უნდა ჩაერიოს . ამასთან საზოგადოებას ხშრად არ უნდა მოძალადის ნამდვილი სახე დაინახოს, რადგან მოძალადე შეიძლება საზოგადოებისთვის მისაღები და ნდობით აღჭურვილი პირი იყოს.

საქართველოში ჩატარებული ბოლო კვირის მონაცემებით:

· საქართველოს მოსახლეობის 45% ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს;

· 30% ძალადობის მსხვერპლი თავადვე გამხდარა;

· 60% თვლის, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია;

ძალადობასთან ბრძოლის მხრივ აუცილებელია გატარდეს რიგი ღონისიძიებები. მაგრამ უმთავრესია მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება, ხალხმა უნდა იცოდეს ,რომ ნებისმიერი სახის ძალადობა დანაშუალია და რომ ეს ნორმა არაა. ის ფაქტი, რომ ბავში ვიღაცის შვილია, მშობელს არ აძლევს უფლებას, მას ისე მოექცეს ,როგორც უნდა. მეურვეობა და მშობლობა გულისხმობს მთელ რიგ პასუხისმგებლობებს ,რომელშიც უმთავრესია ბავშვის სიცოცხლის და მომავლის უზრუნველყოფა. მშობელი კი, რომელიც სისტემატიურად ძალადობს შვილზე, აიულებს იმათხოვროს, გაუძლოს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ,ნამდვილად არ იმსახურებს შვილის ყოლას.

არაერთი კვლევა ადასტურებს,რომ ძალდობასთან ბრძოლისთვის მთავარი იარაღი არის გაანთლების დონის მატება და ინფორმაციულობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს თუ ბავშვზე ძალადობის ფაქტს შეესწრება. უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რა ელოდება მოზარდს, მოძალადე ოჯახისგან, თანატოლებისაგნ ან მასწავლებლისგან ჩამოშორების შემდეგ. თავად მოძალადე როგორ აგებს პასუხს. რა გავლენას ახდენს ძალადობა ბავშვზე.

განსაკუთრებით დიდია სოციალური სამსახურების როლი, რომლებიც ბოლო წლებში გააქტიურდნენ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ცოტა სოციალური მუშაკი გვყავს, გასნაკუთრებით კი რეგიონებში. მდგომარეობა მაინც უკეთესობიკენ იცვლება. თუმცა ამ მხირვ მაინც ძალიან ბევრია სამუშაო და ძირითადი წილი საზოგადოებაზე მოდის, მათ უნდა ჰქონდეთ მძაფრი რეაქცია ძალადობის ფაქტებზე, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტამდე სწორედ მეზობლები,ნათესავები, მეგობრები იგებენ ძალადობი შესახებ.


ავტორი:ნინელი აბულაძე

7 views0 comments

Commenti


bottom of page