top of page
ifonimojo

გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში

Updated: Apr 22, 2021


თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს სწორედ გენდერი და თანასწორობა წარმოადგენს. რას გულისხმობს ის?

გენდერი სოციალური სქესია, რომელიც აღნიშნავს განსხვავებას მამაკაცსა და ქალს შორის, თუმცა არა ბიოლოგიური ნიშნით. ის ასახავს სოციალურ როლებს, შესაძლებლობებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ერთ-ერთი მოწინავე პრობლემაა,მათ შორის საქართველოშიც. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ქალების შრომა არ ფასდება სათანადოდ, მათი საშუალო ანაზღაურება არ უტოლდება მამაკაცთა შრომით ანაზღაურებას, რაც სწორედ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა.

შრომით ურთიერთობებში ქალთა სეგრეგაციასა და ნაკლებ ჩართულობას მოწმობს გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2013 წელს ჩატარებული კვლევა „საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე

პოლიტიკასა და ბიზნესში“. ამის საფუძველზე დადგინდა, რომ სქესთა შორის

როლების გადანაწილებაზე ტრადიციული სოციალური მიდგომები კვლავ აქტუალურია, ქალებისთვის სამსახური და კარიერა ნაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევა. ყოველ ადამიანს, განურჩევლად სქესისა, აქვს შრომის, მუშაობის უფლება და მათი ანაზღაურება უნდა იყოს თანაბარი. ელიზაბეთ დუბანის გენდერულ შეფასებაში სწორედ ამ თემაზეა საუბარი. საქართველოში ქალები მამაკაცის გამომუშავებული თანხის მხოლოდ 60%-ს გამოიმუშავებენ, ანუ ერთი და იმავე სამსახურის შესრულების შემდეგ, მამაკაცების საშუალო ანაზღაურება სჭარბობს ქალის საშუალო ანაზღაურებას, თუმცა ბევრმა ქალმა საერთოდ არ იცის ამ პრობლემის არსებობის შესახებ. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ შრომის კოდექსი ყოველ მიზეზგარეშე ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებას გამოიყენოს დეკრეტული შვებულება, თუმცა ქალების უმეტესობა, ამით საქართველოში ვერ სარგებლობს, მათ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ, რადგან დამსაქმებლები ამ მხრივ, ხშირად არ უწყობენ ხელს თავიანთ თანამშრომლებს.


„ჩვენი გამოცდილებით, ბევრი ქალი არ სარგებლობს ამ უფლებით იმის შიშით, რომ დაკარგავენ სამუშაოს და არ თვლიან, რომ კანონი მათ სთვაზობს საკმარისი დაცვის შესაძლებლობას, თუ მათ გაათავისუფლებენ სამსახურიდან დეკრეტული შვებულების აღების შემთხვევაში“. საუბარია კვლევაში. საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია სამსახურში ქალების აყვანის და გასაუბრების ფორმა, განცხადებაში მითითებული მოთხოვნები. ხშირად დამსაქმებელები განცხადებაში აკონკრეტებენ სქესს, რომ სურთ მხოლოდ ქალები ან მამაკაცები, გარდა ამისა, აქვთ დაწესებული სტანდარტები, რომლებიც სამუშაო მოთხოვნებს სცდება, განცხადებებში ხშირად შეხვდებით მსგავს მოთხოვნებს „სასიამოვნო გარეგნობის, ახალგაზრდა გოგონა“, „დაუოჯახებელი“ ან „სტაბილური“ და ასე შემდეგ. ეს ცალსახად გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაა, ისევე როგორც სქესის მითითება იმ სამუშაო პოზიციაზე, რომელიც განსაკუთრებული სპეციფიკიდან არ გამომდინარეობს და ორივე სქესის წარმომადგენელს თანაბრად შეუძლია მისი შესრულება. საქართველოში ჩატარდა კვლევა სამუშაო განცხადებების ორ საიტზე, სწორედ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ხარისხის დასადგენად, შედეგი ასეთია : „აღნიშნული კვლევის ფარგლებში სპეციალური აპლიკაცია შემუშავდა, რომელიც იკვლევდა job.ge-სადა hr.gov.ge-ზე განთავსებულ განცხადებებში სქესზე ორიენტირებულ ენას კონკრეტული საძიებო სიტყვების საშუალებით. აღნიშნულ ბაზებზე მდედრობით სქესზე ორიენტირებული ენის გამოყენება ვაკანსიების 10.01 პროცენტის შემთხვევაში ფიქსირდება, ხოლო მამაკაცზე ორიენტირებულ იენა 24.02 პროცენტის შემთხვევაში.

როდესაც ქალებისა და მამაკაცების სამუშაოზე და დაწესებულ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ სექსიზმი, რომელიც ასევე მწვავე საკითხია საქართველოში. სექსიზმი მოიცავს გარკვეულ სტერეოტიპებს, ცრუ რწმენებსა და წარმოდგენებს სქესთან დაკავშირებით და ერთი მათგანის უპირატესობასა და ბატონობას ამყარებს მეორეზე. ამ დროს ქალს ან მამაკაცს მხოლოდ იმიტომ შეიძლება უთხრან უარი სამსახურში აყვანაზე, რომ არის ქალი/მამაკაცი. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გააფართოვოს და გააძლიეროს ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, აქტიურობა. დაცული უნდა იყოს მათი შრომითი უფლებები, თანაბარი ანაზღაურება, სამართლიანი სამუშაო პირობები და ის ხელშეწყობა, რომელიც მათ კანონით ეკუთვნით. საკმარისი არ არის თანასწორობის მხოლოდ იდეის დონეზე ქონა, მას პრაქტიკაში განხორციელება სჭირდება. არა მხოლოდ ქალები, მამაკაცებიც არიან დისკრიმინირებულნი სამუშაო სტანდარტების მხრივ. მათი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს თანაბარი, თუმცა ოდითგანვე ასე იყო, ქალებს ყოველთვის ნაკლები ანაზღაურება ჰქონდათ კაცებთან შედარებით, უფრო მეტი სიხშირით იწუნებდნენ დამსაქმებლები გენდერის გამო, ხოლო თუ აჰყავდათ, მხოლოდ მთელი რიგი გარეგნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. საჭიროა სახელმწიფომ შეიმუშავოს კონკრეტულად შრომითი ურთიერთობებისათვის სამართლებრივი ნორმები, რაც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული და ყოველ მიზეზგარეშე, აღიარებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას სოციალური, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში.



ავტორი: სალომე ამირიძე

Comments


bottom of page