top of page
ifonimojo

გენდერის სამართლებრივი აღიარება


ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა“და „ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრის“ მიერ მომზადებული საქმე გაიგზავნა. ევროპულ სასამართლოს მიმართა ტრანსგენდერმა კაცმა საქართველოდან, რომელსაც გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებაზე) უარი უთხრეს. სტარასბურგის სასამართლოში 2017 წლის საქმე არ არის პირველი დავა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა აღნიშნული მოთხოვნით წარმართეს.

ქართული სასამართლოს განმარტებით, აპლიკანტს არ წარმოუდგენია დოკუმენტი იმისა, რომ მას სქესის შეცვლის ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ , მსგავსი მოთხოვნა კანონით არ არის განსაზღვრული. მიუხედავად დიდი ბრძოლისა ტრანსექსუალი მამაკაცის მოთხოვნა სასამართლომ უკანონოდ ცნო და ორივე ინსტანციაში საქმე დაიბლოკა.

“საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს არც სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების და არც სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების საკითხებს და სრულ სამართლებრივ ვაკუუმში აქცევს ქვეყანაში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტრანსგენდერ ადამიანებს ავალდებულებს ჩაიტარონ არასასურველი და ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურები, რათა მათი სქესის შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში”, – აღნიშნავდა მაშინ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”.


მსგავსი მიდგომა უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ამასთან, უკანონოცაა, რადგან არ ითვალისწინებს გაეროს რეზოლუციის მე-8 მუხლს, რომელიც კრძალავს ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევას. გარდა სამართლებრივი ჩარჩოსა, სქესის შეცვლის ოპერაცია საკმაოდ რთულია და დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

ქვემოთ მოცემულია ვიზუალური გამოსახულება, რომელზეც აღწერილია თუ რა თანხებთან არის დაკავშირებული სქესის შეცვლა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში:


ფოტო: ქრისტინა კვაჭანტირაძე


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოდა გაგაზავნილ სამ იდენტურ საქმეს განიხილავს . ორი საქმე ზემოთ უკვე ვახსენეთ, მესამე მათგანი კი ევროპულ სასამართლოში გასული წლის ოქტომბერში გაიგზავნა. მოსარჩელე ტრანსგენდრი კაცი ნიკოლო ღვინიაშვილია. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად იცავს.

გენდერის სამართლებრივი აღიარება ერთ-ერთია იმ პორბლემათაგან, რომელთაც ტრანსი ადამიანები სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით აწყდებიან. ისინი ასევე ვერ სარგებლობენ ხარისხიანი სამედიცინო სერვისით, რადგან შესაბამისი პროტოკოლი არ არსებობს.



ქრისტინა კვაჭანტირაძე



2 views0 comments

Comments


bottom of page