კოვიდ-19 - ით გამოწვეული პანდემიის გამო შეჩერებული სახელოვნებო სფეროები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი აპრილიდან დაუბრუნდა მაყურებელს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა რეგულაციების დაცვით ამოქმედდა.
ქვეყანაში არსებული კომენდანტის საათის გამო, კინოთეატრებსა და თეატრებს უწევთ საღამოს დაგეგმილი ჩვენებების რამოდენიმე საათით ადრე დაწყება. რეგულაციებიდან გამომდინარე, მაყურებელთა რაოდენობაც შესამჩნევად შემცირებულია. თეატრებში დიდი დისკომფორტი გამოიწვია იმან, რომ სპექტაკლი მხოლოდ ერთ მოქმედებად უნდა ჩატარდეს, ეს კი რამდენიმე საათიანი სპექტაკლის ჩვენებას გამორიცხავს.
ქვეყანაში არსებულმა რეგულაციებმა საგრძნობლად დააზარალა ქართული ფოლკლორული ანსამბლები. ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა "სუხიშვილებმა" შეძლეს ალტერნატიული სივრცის შექმნა, სცენა "თაკარაზე", სადაც 2020 წლის ზაფხულის განმავლობაში კონცერტებს მართავდნენ და კულტურას მონატრებულ ხალხს ანებივრებდნენ. კომენდანტის საათით გამოწვეული შეზღუდვები კი ამის საშუალებას ანსამბლს აღარ უტოვებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოცეკვავეების უმეტესობა კვლავ შემოსავლის გარეშე რჩება.
"ამ მძიმე პერიოდში, მაშინ როდესაც არც გასტროლია, არც კონცერტია, ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, რადგან ის პატარა ბიუჯეტი რაც ჩვენთვის არის გამოყოფილი, რა თქმა უნდა, არ ყოფნის ყველა მოცეკვავეს." - ნინო სუხიშვილი
მაშინ როდესაც მსოფლიო კოვიდ ვირუსთან ერთად ცხოვრებას სწავლობს, საქართველოში კულტურა იმ სფეროდ რჩება, რომელიც კვლავ გამორჩეულად იზღუდება. ზუსტად 1 წლის განმავლობაში არანაირი რეგულაცია არ ყოფილა, რომელიც კულტურის სფეროებს
ბოლომდე ამუშავების საშუალებას მისცემდა. 1 წლის შემდეგ კულტურის სახელოვნებო სფერო ამუშავებას ცდილობს, თუმცა ფაქტია, არსებული რეგულაციები ამის საშუალებას ბოლომდე არ იძლევა.
Comments