მსოფლიო უკვე ერთ წელზე მეტია ებრძვის კოვიდ პანდემიას. ვირუსმა დიდი გაველნა იქონია ეკონომიკაზე და სამუშაო სივრცეებზე. კორონავირუსული პანდემიისგან ყველაზე მეტად დარტყმულ ინდუსტრიებს შორის იყო სტუმართმოყვარეობა და მომსახურება. დაიკეტა მსოფლიოს მაშტაბით უამრავი გასართობი სივრცე. (კაფე, ბარი, რესტორანი, ლაუნჯი.) ახალგაზრდები,რომლებიც ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობდნენ და საკუთარ დასვენების დღეებს მეგობრებთან ერთად ატარებდნენ , ამის საშუალება აღარ აქვთ. "რეივერებმა " შეწყვიტეს აქტიური ცხოვრება .
გასართობი ორგანიზაციის მფოლობელემბა, დაკეტეს ორგანიზაციები, ზოგიერთმა მადგანმა ვერ გაუძლო კოვიდის ორ ახალ "ტალღას" და სივრცეები გააქირავეს. მინდა განვიხილო , ქალაქ რუსთავში ერთი წლის წინ ყველაზე აქტიური გასართობი სივრცე ახალგაზრდებისთვის. "MAYGO", რომელიც ახლა პოლიტიკური შტაბია და დაკარგული აქვს პირვანდელი სახე.
მინდა, აღვნიშნო, რომ ზოგადად ქალაქი რუსთავი არ გამოირჩევა ახალგაზრგული სივრცეებით, სადაც იქნება სასიამოვნო მუსიკა და გარემო. შესაბამისად ახალგზარდებს უწევთ რომ ეწვიონ დედაქალაქს.
ვიზუალურად კეთილმოწყობილი სივრცე, დღეს ვირუსის გამო აღარ ფუნქციონირებს . დაკარგული აქვს პირვანდელი სახე. როგორც მისი მფლობელი აღნიშნავს, ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება , საკუთარი ხელით შექმნილი სივრცის, რომელიც სხვა ემოციის მატარებელი იყო ახლა კი, საორგანიზაციო საქმეების მოსაგვარებელ ადგილად გადაიქცა. მუსიკის ხმა კი აღარ ისმის .
დაპაუზებული სამყარო და დაკარგული დრო .
საქართველო ახლა მე-3 კოვიდ ვირუსის "ტალღის" მოლოდინშია. როდის გაუმჯობესდება ვითარება და რა ეშველება ინდუსტრიას , ამაზე პასუხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ჩვენს თვალწინ იკეტება, იხურება და სხვადასხვა ობიექტებად კეთდება სივრცეები. სადაც ახალგაზრები ერთმანეთს დადებით ემოციებს უზიარებდნენ.
Comments