"ეისითის" მიერ, ჩატარებული კვლევა 14-29 წლის ახალგაზრდებს მოიცავდა. კვლევის თანახმად, ძირითადი აქტივობები, რომლებზეც ახალგაზრდები რეგულარულად ხარჯავენ დროს გართობისა და რელაქსაციის ისეთ აქტივობებზე მოდის, როგორიცაა მუსიკის მოსმენა, ფილმების ან ტელევიზორის ყურება და მეგობრებთან ერთად გართობა. ამ აქტივობებს რეგულარულად მიმართავს ახალგაზრდების ნახევარზე მეტი. ერთწელზე მეტია მთელი მსოფლიო მოიცვა გლობალურმა პრობლემამკოვიდ 19-მა . ვირუსი დაიწყო ჩინეთიდან და მოედო მთელ მსოფლიოს. ეტაპობრივად დაიწყო გარკვეული შეზღუდვები და ნელ-ნელა გამკაცრდა. საბოლოდ , ჩაიკეტა ქალაქები, დაწესდა კომენდანტის საათი, აიკრძალა „გართობა“ , რადგან ხელისუფლებამ არ მისცა არც ერთ ორგანიზაციას ფუნქციონირების საშუალება. ყველაფერი გადაეწყო ონლაინრეჟიმზე. დიახ, გართობაც კი , რაღაც ეტაპზე მხოლოდ ონლაინ გახდა ხელმისაწვდომი. დიდი ღამის კლუბები, როგორებიცაა ხიდი, ბასიანი, სფეისჰოლი, ღონისძიებებს ონლაინრეჟიმში ახორციელებენ. მარტივად რომ ვთქვათ, მომხმარებელს შეუძლია იყიდოს რომელიმე კლუბის ბილეთი და შემდეგ ონლაინრეჟიმში დაესწროს მას.
რეგულაციების გამო, ახალგაზრდება ახალი გზების ძიება დაიწყეს და აქამდე თუ კლუბებს, ბარებს და რესტორნებს სტუმრობდნენ სასურველი ოდენობის მეგობრებით აკრძალვის გამო, კოტეჯების დაქირავება დაიწყეს.
სოციალურ ქსელში უამრავ კეთილმოწყობილ სახლს შევხვდებით, სადაც შესაძლებელია წვეულების გამართვა და გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდვები არ ვრცელდებოდა. შესაბამისად მთელი კოვიდ ვითარების დროს აქტიურად მიმდინარეობდა შეკრებები .
ინფექციონისტების და ხელისუფლების დიდი თხვნის და მოთხოვნის მიუხედავად მაინც.
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები , სადაც მომღერალი სოფო ბედია აღნიშნავს დაბადების დღეს სახლში , მეგობრებთან ერთად - მისი კომენტარი კი ასეთი იყო „ბოდიში ახლა თუ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ ჯანმრთელმა ადამიანებმა „ .
ფოტო:ფორმულა ნიუსი ხელისუფლებამ სპეციალურად , იმ ადამიანებისთვის , ვინც სახლს გააქირავებს 10 ზე მეტ ადამიანზე წვეულების მოსაწყობად 10 000 ლარიანი ჯარიმა დააწესა. რაც ლოგიკურია. ვფიქრობ, თუ კიდევ რაღაც პერიოდი ვიცხოვრებთ კოვიდთან და რეგულაციებთან ერთად თავს დავაღწევთ ვირუსს და ნორმალური ცხოვრების წესს დავუბრუნებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად კორონავირუსისა, შერბილებული რეგულაციების ფონზე, ზაფხულის სასიამოვნოდ გატარება კვლავ შესაძლებელია.ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად შესაბამისი რეკრეაციული ზონებით სარგებლობაც შესაძლებელია. მათ შორის შეგვიძლია გამოვყოთ ვაკის პარკის ტერიტორია, კუს ტბა და ლისის ტბა.ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულში დაგეგმილია რამდენიმე ფესტივალიც, მათ შორისაა ფესტივალი ცისკარში კუს ტბაზე დაLisi Wonderland-ში. რასაკვირველია, ფესტივალებიც ღია ცის ქვეშ, შესაბამისი წესების დაცვით ჩატარდება.მთავრობამ შესაბამისი რეგულაციები შეიმუშავა ღია სივრცეში ღონისძიებების გამართვის მიმართულებითაც. ერთ-ერთი მთავარი წესი ისაა, რომ ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიებების მიმდინარეობისას აუცილებელია მომხმარებლებს შორის მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.
ახალგაზრდებმა ახლა უფრო მეტად უნდა გამოიჩინონ გონიერება. მკაცრი რეგულაციების შერბილების ფონზე რომ თბილისში გართობა ჩვეულ რიტმს ეტაპობრივად დაუბრუნდეს.
ავტორი:თინათინ ბერუაშვილი
Comments