top of page
Writer's pictureთორნიკე სახურია

გართობა თუ შემოსავლის წყარო?!

Updated: Jun 12, 2021


უკვე 1 წელზე მეტია, რაც “ღამის კლუბებმა” #nightclubs არსებობა შეწყვიტა. ეს, პირველ რიგში, ქვეყანაში კომენდანტის საათის შემოღებით იყო განპირობებული. თუმცა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის დამაიმედებელი სიახლეები გახდა ცნობილი. ( #goodnews )



 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღამის კლუბებისთვის 2 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. ეს თანხა 3-თვიან გეგმაზეა გათვლილი, რომლის მიხედვითაც, კლუბები მოიჯარეებთან ფინანსურად გასწორდებიან და ამასთან, თანამშრომლებისთვის ხელფასის მიცემასაც შეძლებენ. ეს კი, თავის მხრივ, დაწესებულებებს საშუალებას მისცემს, ეტაპობრივად გაიხსნან.


 
 

სფეროზე დაწესებულმა შეზღუდვება ცხადყო, რამხელა როლი აქვს მას საქართველოს ეკონომიკაში. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ საკლუბო და ელექტრონული მუსიკის სფეროს მინიმუმ 2 მილიონი ლარი შეაქვს გადასახადების სახით ქვეყნის ბიუჯეტში. ამაზე კლუბ “ბასიანის” #bassiani თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი “ბიზნეს მედია ჯორჯიასთან” საუბრობს. მისი თქმით,



 

ქვეყანამ დაწესებული შეზღუდვებით არამხოლოდ ეს თანხა, არამედ სრულად რამდენიმე კლუბიც კი დაკარგა. მათი რიცხვი, ქვეყნის მასშტაბით, ათეულობითაა.

 
 

გლობალური სახის დანაკარგებთან ერთად, მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სახის პრობლემებიც. ამ სფეროში უამრავი კერძო პირია დასაქმებული, რომელთა შემოსავლის წყაროც ხშირად მხოლოდ ეს ერთადერთი სამსახური წარმოადგენს. რესტორნების ასოციაცია გვთავაზობს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით, 10 000-მდე კვების ობიექტში 250 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმებული. რა თქმა უნდა, ამ ობიექტების დახურვა პირდაპირპროპორციულად აისახა მათში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის შემცირებაზე:




 

123 000 პირს აქვს 200-ლარიან დახმარებაზე განცხადება შეტანილი, 105 000-ს კი ერთჯერადად 300-ლარიანზე.

 

ერთი სახის შეზღუდვით მოქალაქე, მინიმუმ, ორი მხრიდან იზღუდება, ერთი, როგორც სახელმწიფო მოქალაქე და ბიუჯეტზე დამოკიდებული პირი და მეორე, როგორც კერძო სექტორში დასაქმებული და იქაურ ხელფასზე დამოკიდებული.


თორნიკე სახურია


16 views0 comments

Comments


bottom of page