top of page
Writer's pictureთორნიკე სახურია

გარემო, რომელიც პროდუქტიულობაში გვეხმარება

Updated: Apr 22, 2021

ინსპირაცია, მუზა,- სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს პროდუქტს განსაზღვრავს.

 

აღსანიშნავია, რომ ისინი ჩვენგან ნაწიობრივ დამოუკიდებლები არიან. რატომ ნაწილობრივ? - რადგან მართალია, იგი თავისით, ჩვენგან დამოუკიდებლად მოდის, თუმცა პროვოცირება მაინც შეგვიძლია. ხშირად ამის დამხმარე ბერკეტად გარემოს ვიყენებთ. ის, რომ ვიზუალური მხარე ყველა შემოქმედისთვის მნიშვნელოვანია, ახალი არ არის, თუმცა გვაძლევს კი გარემოპირობები იმის საშუალებას, რომ სამუშაო ველად ზუსტად ის ვიზუალური სივრცე გამოვიყენოთ, რომელიც გვინდა ან გვჭირდება? ჩემი პასუხი იქნებოდა, მეტ-ნაკლებად, თუმცა პანდემიისა და „ლოკდაუნის“ ფონზე უფრო ნაკლებად, ვიდრე მეტად.



აქამდე თუკი ჩვენს პრობლემას რეალობა და მისგან გაუქცევლობა წარმოადგენდა, როცა ისეთ ფანტასტიკურ ადგილას მოხვედრა გვინდოდა, როგორიც, მაგალითად, ალისას „საოცრებათა სამყაროა“, ახლა ქვეყანაში მიღებული აკრძალვების გამო გვერდითა კაფეში ჩასვლასაც ვერ ვახერხებთ, სადაც ადამიანთა კატეგორიებს ვაკვირდებოდით და ეს, ერთგვარად, ჩვენი პროდუქტის მასალას განსაზღვრავდა.

 

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანს სამუშაოდ სპეციალური გარემო სჭირდება, ადგილი, სადაც სიმყუდროვეა, სადაც ყავის ან ჩაის მოსმის საშუალება ექნება, სადაც ხელს არავინ შეუშლის და რაც მთავარია, სხვებიც იგივეთი იქნებიან დაკავებულნი.

 

სწორედ ასეთი სივრცის სიმრავლით გამოირჩევა ამერიკა. ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტად დრო ფასობს და აქედან გამომდინარე, სამუშაო გარემოს ძებნა პრობლემას არ წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ ასეთი სივრცე საქართველოშიც გაიხსნა. აქ მომხმარებლებს პერსონალური კომპიუტერები, ჩაისა და ყავის აპარატები, კომფორტული ავეჯი და სიმშვიდის მომგვრელი ხედი ადგილზე ხვდებათ.


რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ქალაქური ურბანიზაციის ნაწილია და იმ შემოქმედებისთვის, რომლებიც ინსპირაციას მხოლოდ ბუნებისგან იღებენ, ეს ადგილი პროდუქტიული არ არის. ახლა კი ეს უკანასკნელიც პრობლემური გახდა. ქვეყანაში დაწესებული კომენდანტის საათი ღამის 9:00-საათიდან დილის 5:00-საათამდე გრძელდება და თუკი ქალაქგარეთ კერძო სივრცე არ გაქვთ, იქ დარჩენას კანონდარღვევისა და ჯარიმის გარეშე ვერ შეძლებთ.



საზოგადოება თანხმდება, რომ უპირველესი პრიორიტეტი ადამიანის ჯანმრთელობაა, თუმცა მაშინ, როცა ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, მისგან გაქცევა სწორ მიდგომას არ უნდა წარმოადგენდეს და მით უმეტეს მაშინ, როცა მიღებული შეზღუდვები სრულიად გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება: კომენდანტის საათის დროს ქვეყანაში ყველაზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება; დაშვებული დროის მონაკვეთში თუ დაცულნი ვართ, ამ დროს რა ზრდის ვირუსის გავრცელების საფრთხეს და სხვა მრავალი. ამასთან, თუ ზემოთ თქმულს გავითვალისწინებთ, გარემო უმნიშვნელოვანესია ადამიანთა პროდუქტუნარიანობისთვის.

 

არ გვაქვს გარემო - არ გვაქვს შედეგი. ახლა კი საკითხავი ის არის, პანდემია უფრო საშიშია თუ მასობრივი შემოქმედებითი სტაგნაცია, ან ორივე ერთად.



თორნიკე სახურია


29 views0 comments

Comments


bottom of page