top of page
Writer's pictureთათა ქარელი

ბოლო წუთები კლუბებისთვის

Updated: Apr 21, 2021

2020 წელი და მსოფლიო პანდემია პლანეტისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. დარტყმა მიადგა აბსოლიტურად ყველა ბიზნეს სფეროს, მსოფლიო ეკონომიკა ძალიან მწვავე გამოწვევების წინაშე დგას. კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წელიწადნახევრიანი „ლოქდაუნის“ შედეგად უკიდურეს კრიზისს განიცდის.






ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფერო არის სარესტორნო ბიზნესი.

ბარები, რესტორნები, კაფეები, კლუბები.

ეს ის თავშეყრის ადგილებია, რომლებიც პანდემიის დაწყების დღიდან ჩვეულ რეჟიმში ვერ ფუნქციონირებს. ბევრი დაწესებულება უკვე გაკოტრდა, ბევრიც გაკოტრების საშიშროების წინაშე დგას. უამრავი დასაქმებული ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, მფლობელები კი ბანკის სესხების ვალდებულების პირისპირ.



ყველაზე მძიმე მდგომარეობა საკლუბო სექტორს აქვს. ღამის ცხოვრება უკვე წელიწადნახევარია რაც სრულად გაჩერებულია. ყურდღებისა და დახმარების მიღების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. ისინი ამბობენ, რომ ეს სფერო წლების განმავლობაში ბიუჯეტში მილიონობით ლარის მობილიზებას ახდენდა, დღესდღეობით კი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია.


კლუბი „დაისი“ ერთ-ერთია, რომელიც პანდემიამ უკვე შეიწირა. მან უკვე დაკარგა ის სივრცე, სადაც წლების განმავლობაში არაერთი არტისტი ქართველი და უცხოელი სტუმრების წინაშე უკრავდა.



რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

პირველი ეტაპი

იჯარისა და კომუნალური გადასახადების სუბსიდირება.
დასაქმებული ადამიანების უზრუნველყოფა.

მეორე ეტაპი

ამ სფეროს ხელახალი გამოცოცხლება პირდაპირპროპორციულად ტურიზმის აღდგენას უკავშირდება. ვინაიდან, სწორედ ტურიზმი იყო საკლუბო სექტორის დასაყრდენი.

უფასო სწრაფი ტესტები

ეს ის აუცილებელი ფაქტორია, რომლითაც სახელმწიფო საკლუბო ინდუსტრიას უნდა დაეხმაროს, რათა ობიექტებმა ჩვეულ რეჟიმში მოახერხონ სტუმრების მიღება.


ამ ეტაპზე კი ფაქტია, საკლუბო ინდუსტრია, რომელიც სახელმწოსგან ყურადღებას და დახმარებას ითხოვს ბოლო წუთებს ითვლის. მათთვის ახლა ყოველი დღე გადამწყვეტია.






ავტორი:თამარ ქარელი

13 views0 comments

Comments


bottom of page