top of page
თამარ კვინიკაძე

ბიზნესი გადარჩენისათვის იბრძვის

2021 წლის 15 თებრვლიდან დახურული კაფე-რესტორნები გაიხნსა. მათ ახალი რეგულაციის მიხედვით უწევთ მუშაობა. სტუმრის მიღება, მხოლოდ ღია სივრცეში, ისიც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შეუძლიათ.

თბილისში არსებული ერთ-ერთი კაფის მფლობელი გურამ ოთხმეზური ამბობს:“სრულიად გამოუსადეგარია ეს რეგულაციები. ჩვენთვის უცნობია, რატომ არ აქვს შაბათ-კვირას მომხარებელს ღია სივრცეში დასხდომის უფლება. გავიხსენით, მაგრამ ეს რეგულაციები „გვახჩობს“ და წაგებისკენ მიჰყავს ჩვენი ბიზნესი“.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო გადავიდა კოვიდთან თანაცხოვრების ეტპზე, საქართველოს მთავრობა, კვლავ ძველ გზას მიყვება და მკაცრი რეგულაციებით ცდილობს კოვიდის „განდევნას“ ქვეყნიდან, ამით კი მხოლოდ, ეკონმიკა ზარალდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს უახლესი მონაცემების მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე თითქმის 3%-ით გაიზარდა.მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არაფერი კეთდება ბიზნესის ხელშეწყობისა და სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის.


ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, მთავრობის მხრიდან ეკონომიკის გადარჩენის ხელშემწყობი ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობას.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ლარის კურსი ყოველდღე ახალ ანტირეკორდს ამყარებს. რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის მფლობელებს უწევთ საკმაოდ დიდი თანხების დახარჯვა ხარისხიან სერვისის მიწოდებისათვის.

Comments


bottom of page