top of page
მარიამ ორბელაძე

არის თუ არა სტუდენტური სესხი გამოსავალი?

მთელი ისტორიის განმავლობაში, კაცობრიობის განვითარების კვადაკვალ, ყოველთვის იყო დავა განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე,კრიტიკოსები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას,ისმებოდა უამრავი შეკითხვა... ამ ყოველივეს კვლევისა და ძიების პროცესი ისევე,როგორც თავად კაცობრიობის განვითარება, რა თქმა უნდა, უწყვეტია. რეფორმისტული იდეებით შეპყრობილი სახემწიფოს ლიდერები,მესვეურები ხშირად თავიანთი იდეებით წინააღმეგობაში მოდიან ეკონომისტთა პრონციპებთან. ეს ყოველივე ხდება,რადგან უმაღლესი განათლების მიღება ხშირად დიდ თანხებთანაა დაკავშრებული და ,მაშასადამე, ძნელია უგულვებელყო ეკონომისტთა როლი ამ საკითხში,რომელნიც რეალისტები არიან და რეალურადაც აფასებენ არსებულ საკითხს. სოუელ თომასი თავის სტატიაში- „სტუდენტური სესხი“ აღნიშნავს, „ეკონომიკის პირველი გაკვეთილის თემა დეფიციტის ცნებაა:-ადამიანთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისათვის საკმარისი რამ არასდროს არსებობს.“ ჩემი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანს რაც მეტი აქვს, მეტის ქონის სურვილი უჩნდება.







რეალობა,რომ რესურსების დეფიციტი არსებობს საკმაოდ მწარეა, ამიტომ,ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებას ეკონომისტთა რეალობაზე მეტად პოლიტიკოსთა თავს მოხვეული ილუზიები ურჩევნია,რომელიც ღაღადებს მათთვის „უფრო მეტის“ მიცემას,თუმცა საიდან მოაქვთ პოლიტიკოსებს ეს „უფრო მეტი“ ყველასთვის ნათელია. ცხადია,რომ ერთი ადამიანისთვის წართმევითა და მეორესათვის მიცემით,პრობლემა-უქონლობა არ აღმოიფხვრება. ჩემი აზრით, მათი ასეთი ქმედება ცვალებად სამყაროში არსებული დიდი უგუნურების გამოხატულებაა.


ჩემი აზრით, ძირითადი კრიტიკის საფუძველი მთელი განათლების სისტემის მოუწესრიგებლობა დაქაოტურობაა. არ არის მართებული არა სტუდენტური სესხების არსებობა, არამედ პრიორიტეტები დასაზოგადოების დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ. სააწიროა აღმოიფხვრას ის ფუნდამენტურისაკითხები,რომელნიც სტუდენტურ სესხს პრობლემურს ხდის. ეს ყოველივე ერთად თუ ცალ-ცალკე ძირსუთხრის სახელმწიფოს ეკონომიკას და საჭიროა მიღებულ იქნას რეგულაციები და მკაცრი პირობებისტუდენტურ სესხებთან დაკავშირებით.


სამწუხაროდ, საზოგადოება უპასუხისმგებლოდ ეკიდება აღნიშნულ პრობლემას.სტუდენტებს,რომენლიც იღებენ სესხს არ აქვთ განსაზღვრული პრიორიტეტები. იმ სტერეოტიპების არსებობის გამო,რომლის თანახმადაც, სირცხვილია,თუ უმაღლეს სასწავლებელში არ სწავლობ,თითქმის ყველა მოსწავლე აბარებს უნივერსიტეტში . შემდეგ, სამწუხაროდ, აღმოაჩენენ,რომ მათი ინტერესის სფერო არ სცილდება ძვირადღირებული მანქანის ყოლას, მოდიან რა წინააღმდეგობაში საკუთარ თავთან, ვეღარ გაურკვევიათ,რა მიზნით სწავლობენ უმაღლეს სასწავებელში,ამიტომ მათთვის პრიორიტეტი მანქანის ყოლა ხდება და არაა -სტუდენტობა.


აღსანიშნავია,რომ სწავლა არის დიდი ინვესტიცია და განათლებული თაობა-დიდი რესურსი ქვეყნის წინსგვლისათვის . თუმცა, უნივერსიტეტის სტანდარტები გაუარესებას,მაშასადამე, განათლების დონისკლებას,განაპირობებს მათი მზარდი ადვილად ხელმისაწვდომობა მათთვის,ვინც არასერიოზულად ეკიდება სწავლას. აქ წინააღმდეგობაში მოდის კიდევ ერთი ფაქტი-როგორ უნდა განსაზღვრო, სტუდენტის მოტივაციია დონე, როდესაც იგი უმაღლეს სასწავლებელში აბარებს? სავსებით შესაძლებელია სტუდენტი იყოს ძალიან მოტივირებული,ასევე ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და სახსრების არარსებობის გამო ვერ მიიღოს სათანადო განათლება.


თუ ეგოისტური ჭრილიდან გამოვა ადმიანი და ამ ყველაფერს სხვა კუთხიდანაც შეხედავს, დეფიციტი აღარიქნება.რა თქმა უნდა, ძნელია უკიდურესად გადაიხარო მხოლოდ ერთ, ან მხოლოდ მეორე მხარეს, თუმცაერთი რამ ცხადია-გაუაზრებლად გაცემული სესხები იწვევს მეტ გადაუხდელ ვალს, ამ ყველაფრით კიზარალდებიან როგორც თავად სტუდენტები, ასევე მისი ოჯახის წევრები.ძირითად შემთხვევაში სტუდენტი რჩება პროფესიის გარეშე , ვერც უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას და გულაცრუებული კარგავს ყველაფრის სურვილს. საბოლოო ჯამში კი ზარალდება ისევ სახელმწიფო, რომელიც კარგავს რეალურ კადრს კონკრეტულ სფეროში, რომელიც , როგორც პროფესია შეეძლოს სტუდენტს აერჩია უნივერსიტეტში ჩაბარების მაგივრად.

10 views0 comments

Comments


bottom of page