top of page

ადამიანები მიწისქვეშეთიდან

  • ifonimojo
  • Apr 22, 2021
  • 1 min read

ბოშები, ადამიანები მუდმივი საცხოვრებლის გარეშე

ree

მათ მუდამ ეჭვის თვალით უყურებენ, არ ენდობიან. აღიქვამენ ადამიანებად, რომლებიც ერთ დიდ ჯგუფად ცხოვრობენ და მუდამ მოძრაობენ.

ree

ბევრის წარმოსახვაში, ისინი დიდი კოცონის ირგვლივ სხედან, ფერადი ტანსაცმლით, დამახასიათებელი მაკიაჟით, მუქი კანით და მუქი თმით. გარს უვლიან კოცონს. ცეკვავენ, მღერიან და ხმამაღლა იცინიან. ალბათ ეს "მარტოობის ასი წლის" ბრეგოვიჩოს მელოდიების, ანდაც ჰიუგოს მიერ დახატული ფრანგი ბოშა ქალის, ესმერალდას მაცდური სახის გავლენაა.

ree

თუმცა ფაქტი ერთია,ისინი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, ვაგონიდან -ვაგონში ხელგამოწვდენილი პატარა, ფერადკაბიანი ბავშვებშიც ისეთივე სიკეთეა,როგორც ჩვენს შვილებში.

ree

თუმცა მათ ცხოვრება როდია მხოლოდ სიმღერა და გართობა. ალბათ ყველა ჩვენგანს შეგვიმჩნევია, მატარებლის ვაგონში, ხალხის ნაკადში მორბენალი პატარა გოგო-ბიჭები, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ და თან გიღიმიან, იმ იმედით, რომ სანუკვარ ხურდას მისცემ. ვაგონის კარი გაიღება და ეს ბავშვებიც ბაქანზე დაიწყებენ მთელი დღის ნაგოვრები ხურდების თვლას, შორიდან კი ამ ხურდების ჩხრიალის ხმა შემოგესმება.

ree

ავტორები: ნინელი აბულაძე, რატი სარდანაძე.

 
 
 

Comments


bottom of page