დიზაინერების თქმით, 2021 წელი განსხვავებული და მრავალფეროვანი იქნება მოდის მხრივ.
აქტუალობას შეინარჩუნებს როგორც სპორტული, ისე კლასიკური სტილის სამოსი. ტრენდული იქნება მათი სინთეზიც.
2021 წლის ფერებია: შინდისფერი, მწვანე, მკვეთრი ვარდისფერი, თეთრი, ოქროსფერი, ყვითელი, ლურჯი.
დიზაინერების თქმით, მთელი წლის განმავლობაში ტრენდული იქნება:
დიდი ზომის პიჯაკები, , რომელიც 80–იანი წლების სტილს მოგაგონებთ.
ტყავის შარვალი
განიერი კლასიკური შარვალი
აქსესუარებიდან:
შარფი, როგორც თმის აქსესუარი (შთაგონება 50–60–იანი წლებიდან)
ყვითელი ჩანთა
რაც შეეხება ვარცხნილობას, აქტუალური იქნება:
მოკლე ,,ბობი'' (მხარს ზემოთ შეჭრილი თმა)
გრძელი წინამო
ბუნებრივი ხვეულები
რაც შეეხება მაკიაჟს...
პანდემიის პირობებში, პირბადეების ხშირი მოხმარების გამო, ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება კანის მოვლაზე. ტრენდული იქნება მსუბუქი მაკიაჟი– სადა ტუჩსაცხი და მკვეთრი წამწამები.
Comments