top of page
Writer's pictureKETEVAN MOSIAVA

178 ლარი ერთი თვის განმავლობაში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საშუალო მომხმარებლის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა 178,1 ლარია.

გასული წლის შესაბამისი თვის მონაცემებთან შედარებით, ეს თანხა 4,5 ლარით ნაკლებია.


როგორც ვიცით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს, მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, ყოველთვიურად ადგენს.


მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს (მათ შორის ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულ კულტურას) მოიცავს. საარსებო მინიმუმში ხარჯების წილში 70% სასურსათო, ხოლო 30% არასასურსათო წილით განისაზღვრება.



საარსებო მინიმუმის კალათა განსაზღვრულია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.




სადღაც წავიკითხე, თუ კარგ ხასიათზე ხარ, შენი ხელფასი დოლარის კურსში გადაიყვანეთო. ხოდა გეტყვით, რომ 178 ლარი დღევანდელი კურსით 51 დოლარია.


რისი ყიდვა შეიძლება ამ თანხით?

178 ლარით ყოველდღიურად შევიძენთ:


  • ხორბლის პური – 250 გრამი

  • სიმინდის ფქვილი – 40 გრამი

  • ლობიო – 20 გრამი

  • ბრინჯი – 10 გრამი

  • წიწიბურა – 10 გრამი

  • ძროხის ხორცი – 40 გრამი

  • მაკარონი – 15 გრამი

  • ღორის ხორცი – 20 გრამი

  • რძე – 150 მილილიტრი

  • ხაჭო -15 გრამი

  • ყველი – 20 გრამი

  • ნადუღი – 5 გრამი

  • ბადრიჯანი - 10 გრამი

  • ,,საკვების სრული სიის და კოეფიციენტების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.


ყველა თანხმდება, რომ ეს არის მინიმუმი, რომელიც რეალურ საჭიროებებს არ მოიცავს:



თუმცა, რა ხდება სხვა ხარჯებთან? - რადგანაც საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.


ანუ 178 ლარში არ შედის კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომლის გაწევაც მოქალაქეებს უწევთ.


საერთო ჯამში, ამ თანხად მხოლოდ თვეში 20 გრამი ლობიო, ხორცი, ყველი, 10 გრამი ბრინჯი, წიწიბურა, ბადრიჯანი, 15 გრამი მაკარონი, ხაჭო და 300 გრამი ფქვილი მოგვივა.

Comments


bottom of page