top of page
გურანდა ბენიძე

რაზე ოცნებობენ მეოთხეკურსელები?

Updated: Apr 19, 2021

,,სტუდენტობის წლებს ვერაფერი შეედრება, ისწავლეთ, გამოცადეთ.’’- ჩემი ფიზიკის მასწავლებელი სულ ამ ფრაზით ამთავრებდა გაკვეთილს და მეც მეგონა, რომ სტუდენტობის წლები ყველაზე ლაღი, საინტერესო, შთამბეჭდავი და თავბრუდამხვევი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში.უნივერსიტეტში საიუბილეო მეასე თაობად შევაბიჯეთ ფეხი, ზღვა ემოციებით დაიწყო სწავლა და მაშინ მოტივაციას არაფერი უშლიდა ხელს. მერე წლები გავიდა, სეზონური ვირუსები ერთმანეთს ცვლიდა და ასე მოულოდნელად დედამიწა მოიცვა პანდემიამ. რომ მკითხოთ, ბოლოს როდის ვიყავი უნივერსიტეტში, ვერ გიპასუხებთ, აღარც მახსოვს... ყველაფერი ჩაიკეტა და ჩავიკეტეთ ჩვენც სახლებში. მეოთხე კურსზე ვარ, უნივერსიტეტს რამდენიმე თვეში ვემშვიდობები, მაგრამ ისე, რომ ჩემი, როგორც შემდგარი ჟურნალისტისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და პრაქტიკა არ მაქვს. ახლა მეოთხეკურსელების ოცნება დარჩენილი თვეების რაციონალურად გამოყენებაა. ჯერ კიდევ გვაქვს იმის იმედი, რომ მინიმალურ ცოდნას მაინც მივიღებთ, გვექნება გამოსაშვები საღამო.






15 views0 comments

Comments


bottom of page