მხატვარი და მოქანდაკე სანდრო ხუცურაული 1929 წლის 1 აპრილს თიანეთის რაიონის სოფელ ღულელებში დაიბადა.
იგი მიუნხენში ყველა დროის გამოჩენილ ხელოვანთა სიაში დაასახელეს. მისი ქანდაკებები რვა ქვეყანაშია განთავსებული.
ხელოვანი დაოჯახებული არ არის და მატერიალური გაჭირვების გამო საკვებს კათარზისიდან იღებს. თუმცა მატერიალური სიდუხჭირე არც მასზე და არც მის შემოქმედებაზე არ მოქმედებს.
ბატონ სანდროს მუდმივად მოსდის ახალი იდეები, რომელთა განხორციელებაზე დროსა და ენერგიას არ იშურებს. ის წერს ლექსებს და პანდემიამდე კათარზისში ჩართული იყო სხვადასხვა ღონისძიებებში. ახლა კი ქეთევან დედოფლის ქანდაკებაზე მუშაობს.
მოქანდაკე ძალიან საინტერესო მოსაუბრეა. მისი დამოკიდებულება ცხოვრებისა და გარშემომყოფების მიმართ აღტაცებას იწვევს როგორც თანატოლებში, ასევე ახალგაზრდებში.
როდესაც ეკითხებიან რა არის მისი საიდუმლო და როგორ ინარჩუნებს ენერგიას პასუხობს, რომ რეცეპტი არ არსებობს, თუმცა მთავარია არავისი შეგვშურდეს. ამბობს, რომ გაუმართლა გენეტიკაშიც და ახლაც ცდილობს ფიზიკურად ივარჯიშოს. მას ძალიან უყვარს ახალგაზრდებთან საკუთარ ცხოვრებაზე საუბარი და ურთიერთობა, რაც მისი უბერებელი გულის ერთ-ერთი მიზეზია.
Comments