top of page
Writer's pictureანი დეკანოსიძე

მოის ამბავი

Updated: Apr 18, 2021


თუკი ილუზიების მუზეუმს ერთხელ მაინც ესტუმრებით, მასპინძლობას და გიდობას მუზეუმის ბინადარი მოი გაგიწევთ. მოი სამი წლის მეტისი გოგონაა, რომელიც თავს აუცილებლად დაგამახსოვრებთ და ვფიქრობ, შეგაყვარებთ კიდეც.


ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, მაშინ, როცა პატარა, მხიარული, წითური ლეკვი მუზეუმს ესტუმრა- მას შემდეგ მასზე მუზეუმის თანამშრომლები მარიამ გოჩელაშვილი და თინათინ ყიფიანი ზრუნავენ.


“მოის დედები”- ასე ეძახიან გოგონებს, რომლებმაც ოთხფეხა მეგობარს ფეისბუქ გვერდი გაუხსნეს, სადაც მოი მეგობრებს და გამომწერებს თავის სახალისო ისტორიებს უზიარებს.



მოის ძალიან უყვარს ადამიანები, განსაკუთრებით კი, ბავშვები. ინფლუენსერმა მოიმ შეძლო, რომ გარშემომყოფებისთვის თავი შეეყვარებინა და დამოკიდებულება, რომელიც მიუსაფარი ცხოველებისადმი არსებობს, შეეცვალა. ამაში დიდი როლი მიუძღვით მოის “დედებს”, რომლებიც ოთხფეხა მეგობარს “დახვეწილობის კურსებს” უტარებენ და არც სიყვარულსა და მზრუნველობას აკლებენ.


თინათინის, მარიამისა და მოის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა თუ რამდენად მარტივია გასცე სიყვარული და იზრუნო მათზე, ვისაც მზრუნველობა სჭირდება.


222 views0 comments

תגובות


bottom of page