ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს წესები და წარმოდგენები
ყველას აქვს ოცნება...
ზოგი ამ ოცნებისთვის იბრძვის, მიუხედავად განუწყვეტელი მარცხისა. ასეთი ადამიანები ცვლიან მსოფლიოს, ხდებიან მაგალითები და ქმნიან ახალ წესებსა და წარმოდგენებს. ასეთი ადამიანები იბადებიან და იზრდებიან იქ, სადაც ყველა. არიან ვიღაცის შვილები, მშობლები, ძმები, ცოლები, მეზობლები. ფიქრობენ და მოქმედებენ ახლა, არ წყვეტენ წინსვლას, გასცემენ სიკეთეს, ქმნიან და არ ეშინიათ აკეთონ ის, რაც სწორია.
მაჰათმა განდი
1869-1948
მას სჯეროდა, რომ ცვლელბები ადამიანებიდან იწყება და თუ გსურს, შეცვალო სამყარო, თავად უნდა გახდე ეს ცვლილება. მაჰათმა განდმა მსოფლიო ნამდვილად შეცვალა. მას აიგნორებდნენ, დასცინოდნენ, ებრძოდნენ და ბოლოს მაინც გაიმარჯვა. არ დაუკარგავს ადამიანების რწმენა, ბოროტებას ყოველთვის სიკეთით პასუხობდა. მაჰათმა განდიმ ინდოეთი გაათავისუფლა, შექმნა ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტებს ძალადობის გარეშე აგვარებდა. მისი არაძალადობრივი პოლიტიკის შედეგი იყო 1930 წლის 26 იანვარს ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება.
მაჰათმა განდის 1948 წლის 30 იანვარს მკერდში სამი ტყვია ესროლა ექსტრემისტმა, განდი ადგილზე გარდაიცვალა.
მარი სკლოდოვსკი-კიური
1867-1934
მის სახელს უკავშირდება ორი ახალი ქიმიური ელემენტის პოლონიუმისა და რადიუმის აღმჩნა. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი კიბოს სამკურნალო საშუალებების მოძიებაში. მარი კიური იყო პოლონური წარმოშობის ფრანგი მეცნიერ-ექსპერიმენტატორი და პედაგოგი. გახდა პირველი ქალი „ნობელის პრემიის“ ლაურეატი. კიურიმ ნობელის პრემია ორჯერ, 1903-1911 წლებში მოიპოვა.
მარტინ ლუთერ კინგი
1929-1968
მან დაიწყო ბრძოლა, რომელიც შესაძლებელია ითქვას, რომ დღემდე გრძელდება. იბრძოდა ფერადკანიანთა უფლებებისთვის და ამხელდა რასისტულ სისტემას. კინგი გამოირჩეოდა ორატორული გამოსვლებით და ყველამ მოისმინა და გაიგო მისი „ოცნებები“. ოცნებები, რომელთა რეალურად ქცევისათვის, ყოველთვის იბრძოდა. არ ერიდებოდა ეთქვა სიმართლე იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ცხოვრობდა. 1964 წელს 35 წლის მარტინ ლუთერ კინგს რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოების დემოკრატიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცა
1968 წლის 4 აპრილს, მემფისში ფანატიკოსმა რასისტმა მარტინ ლუთერ კინგი მოკლა.
როზა პარკი
1913-2005
„ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს სამყარო“- თავადაც გახდა ეს ადამიანი. 1955 წლის 1 დეკემბერს როზა პარკსი არ დაჯდა იქ, სადაც უთხრეს. არ დაუთმო ადგილი თეთრკანიანს, რის გამოც იგი დააპატიმრეს. ყოველივე ამას მოჰყვა პროტესტი და 381 დღეში ფერადკანიანებს შეეძლოთ ავტობუსში დამსხდარიყვნენ იქ, სადაც სურდათ. რა თქმა უნდა, ის მარტო არ იყო, მაგრამ მისმა „არამ“ დაიწყო ცვლებები.
ნელსონ მანდელა
1919-2003
იგი სამხრეთ აფრიკაში იყო აპარტეიტის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი. 1948 წლიდან ნაციონალურმა პარტიამ დაიწყო აპარტეიტის პოლიტიკა, რასების ერთმანეთისგან განცალკევება. ფერადკანიანები კარგავდნენ იმ მცირე უფლებებსაც კი, რაც მანამდე ჰქონდათ. ნელსონ მანდელა განდისა და კინგის მსგავსად არაძალადობრივი პოლიტიკით გამოირჩეოდა, სრულიად ახალგაზრდა ჩაუდგა სათავეში იატაკქვეშა მოძრაობას, შემდეგ სიცოცხლის მესამედს პატიმრობაში გაატარა. პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ კი იგი 1994 წელს იმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში.
Opmerkingen