top of page
Writer's pictureეკატერინე გიგაური

მადლიერება = ბედნიერებას

Updated: Apr 19, 2021


მარტივი არაა იყო ბედნიერი.

მარტივი არაა იყო ბედნიერი.

ხაზი მინდა გავუსვა, იყო ბედნიერი და არა, გახდე ბედნიერი. იყო ბედნიერი ნიშნავს იყო მამაცი, იყო მამაცი რათა მიიღო შენი წილი ბედნიერება. მიიღო არა როგორც ნანატრი აუცილებლობა, არამედ როგორც საკუთრი ნაწილი.


ბედნიერებას გისურვებთ.

მილოცვისას ყველაზე ხშირად სწორედ ამ სიტყვებს ვამბობთ და მაინც რა არის ბედნიერება?! ციური წყალობა? მაგარი მანქანა? კარგი აკადემიური მოსწრება? ჯანმრთელობა? საყვარელი მეორე ნახევარი? ჩემი მოკრძალებული აზრით, ბედნიერება ინდივიდუალურია, მაგრამ მადლიერების გარეშე ბედნიერი ვერასდროს იქნებით. მადლიერება ბედნიერების ნიადაგია. მიმოიხედეთ თქვენს გარშემო, საკუთარ თავს შეხედეთ, ოღონდ მადლიერების პრიზმიდან გაიხედეთ და თქვენ დაინახავთ რამდენი მიზეზი გაქვთ იყოთ მადლიერი და ეს მადლიერების გრძნობა, როგორ ადის ყელში სიამაყენარევი ელფერით, ტვინში კი ბედნიერებად გარდაიქმნება. „რა მცირედია საჭირო, რომ იყო ბედნიერი“ ეს ფრაზაც ხომ ნაცნობია?! მცირედით ბედნიერი მადლიერი ადამიანია. ძნელია იყო ბედნიერი. იმიტომ, რომ ძნელია დარჩე რამის მადლიერი კრიზისულ პერიოდში და როცა იპოვი მიზეზს იყო მადლიერი, ბედნიერების შეგრძნებაც დაგიბრუნდება. მარტივი არაა, ცუდის მერე კარგის მიღება, რადგან მას ეჭვის თვალით უყურებ.



ყველას არ უნდა იყოს ბედნიერი.

მილოცვისას ყველაზე ხშირად ადამიანებს ბედნიერებას ვუსურვებთ, მაგრამ არ გეგონოთ რომ ბედნიერება ყველას უნდა. გაუაზრებლად, ხანაც გააზრებულად, მაგრამ ეს ასეა. ხიბლი საშიშია, მწველი და მაცდური. ყველაზე საშიში კი მაშინაა, როდესაც ცუდად ყოფნის ხიბლში ვარდებით, დეპრესიასაც თავისი ხიბლი აქვს და საკმაოდ მაცდური. დარწმუნებული ვარ ყველას გყავთ სულ მცირე ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც არა აქვს უბედურად ყოფნის ბევრი მიზეზი, მაგრამ დათრგუნულია. ან შესანიშნავი ოჯახი ჰყავს, მაგრამ უკმაყოფილოა, ან კარგი კარიერა აქვს, მაგრამ დანაკლისის გრძნობა. თუმცა, როგორც კი ისინი მათ ნაწილს მაინც კარგავენ, მაშინვე აფასებენ და ხვდებიან მათ მნიშვნელობას.


ბედნიერება ეს რაციონალური არსების თვითგადარჩენის ინსტინქტია, თქვენ უნდა იყოთ ბედნიერი.

გისურვებთ იყოთ მადლიერები, ბედნიერება მის გარეშე შეუძლებელია.




Comentários


bottom of page