top of page
Writer's pictureWeekly Brief

შარლ გვიშველე



31 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ისედაც მძიმე პოლიტიკური სიტუაცია კრიზისულამდე გადაიზარდა. ორად გახლეჩილი ქვეყანა, მარცხენა და მარჯვენა ფლანგი ერთმანეთთან ბრძოლაში ერთპარტიული საპარლამენტო სისტემა შექმნეს. გაყალბებული არჩევნები, პოლიტ. პატიმრები, მმართველი პარტიელები ოპოზიციური ფრთხის პარლამენტარების სკამებზე, ქუჩები გავსებული აქციებით და აჯანყებული ხალხით, დასუსტებული ჯანდაცვის სისტემა და განადგურებული ეკონომიკა...



ზუსტად ამ დროს, როდესაც საქართველო გამყინვარებამ მოიცვა, ვითარება სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით იმდენად გაყინული იყო, რომ მის განმუხტვას მხოლოდ თუ შარლ მიშელი შეძლებდა, მაგრამ ამჯერადაც საქმე არც თუ ისეთი მარტივი თვით ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვისაც აღმოჩნდა.

გავიხსენოთ თუ რა ნაბიჯებით ცდილობდნენ აისბერგის დადნობას უცხოელი დიპლომატები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგნელი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა, ბევრი მცდელობის, მოლაპარაკებების, გადატანილი ფრენის და დახარული ენერგიის შემდეგადაც დანიელსონს ქვეყნის დატოვა „ხელცარიელს“ მოუწია, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ მიშელის წარმომადგენელი კვლავ დაბრუნდა მთებით და ეკლესიებით სავსე ქვეყანაში, მაგრამ დანიელსონის „მეორედ მოსვლა“ კვლავ ფიასკოთი დასრულდა.



შემდეგ ვიხილეთ მმართველი გუნდის და ოპოზივიის ვიზიტები ბრისუელში, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გამგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოკლედ, რომ ვთქვათ ქართულმა ავიაკომპანიებმა კარგად იხარეს ჩვენი პოლიტიკოსების წასვლა-მოსვლებით, მაგრამ კვლავ არაფერი, ისევ გამყინვარება, ისევ აისბერგი, თოვლიანი მთები ან კიდე რა ეპითეტი გამოვიყენო იმისათვის, რომ უფრო ნათელ ან თეთრ ფერებში დავხატო ეს სურათი....



საქართველოს შარლ მიშელი ეწვია. უკანა ფონზე დამძიმებული ვითარების გამოსახატად დასაკრავ ინსტრუმენეტებს გამოვიყენებდი... მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლაც კი არ იმოქმედებდა ჩვენ ქართველ პოლიტიკოსებზე. უფრო სწორად ქართული ოცნების წევრები პოზიციეს არ თმობდნენ, ოპოზიცია კი პრინციპებისთვის ღალატს არ აპირებდა, არ მიიღებდა გაყალბებული არჩევნების რეალობას და არ დატოვებდა პატიმრობაში მყოფ პოლიტიკურ პატიმრებს.

ცოტას გადავახტები მოვლენებს...

პრეზიდენტის სასახლე.. მმართველი გუნდის პოლიტიკოსები და ოპოზიციის წევრები ერთ ხაზში დგანან, ეკრანზე კი შარლ მიშელის გაღიმებული სახეა.


რიგრიგობით პრეზიდენტის მაგიდაზე დადებულ ხელშეკრულების ქაღალდზე ხელს აწერენ. შეთანხმება შედგა, უფრო სწორად თითქმის შედგა, აქ მთავარი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიოკსები არ იმყოფებიან, ისინი არ მოაწერენ ხელს იქამდე, სანამ მათი ლიდერი, რომელიც ამ დროს საკანში სასჯელს იხდის საპატიმროდან არ გამოვა.

აისბერგი ნამდვილად წვეთი-წვეთ დნება. პარლამენტში სულ მალე სკამებზე მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ ვნახავთ, ზურაბიშვილიც გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ გიორგი რურუას შეიწყალებს, მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებს ნაციონალური მოძრაობის წევრებს ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერონ. მაგრამ ამბავი ერთია. მელია ციხეშია. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც 3600 სპეც. სამსახურის დანიშნულების თანამშრომლებმა შტურმით აიღეს. პოლიტ. პატიმარი საკანშია.




რა გველოდება წინ? განმუხტული კრიზისი? მრავალპარტიული პარლამენტი? კარგი ვალუტა? მდგრადი და განვითარებული ქვეყანა? ამას მხოლოდ თუ დროსთან ერთად ვიხილავთ.....


Comments


bottom of page