top of page
Writer's pictureWeekly Brief

გირაო თუ ამნისტია?- ნიკა მელიას საქმე



პროკურატურა ნიკა მელიას 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ლიდერობას ედავება,რომლის გამოც მას შეფარდებული ჰქონდა გირაო და ელექტრო სამაჯურის ტარება,მან ეს სამაჯური ერთ-ერთ აქციაზე მოიხსნა და ხალხში გადააგდო.

ამის შემდეგ მას კიდევ ერთხელ შეეფარდა აღკვეთი ღონისძების სახით გირაო,რის გადახდაზეც უარი განაცხადა.მალევე დეპუტატის მანდატი შეუჩერდა და 2021 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა ,რის შემდეგაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ,ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.საქმეს მოსამართლე ნინო ოხანაშვილი განიხილავდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები ნაციონალური მოძრაობის ოფისში ,,დასახლდნენ’’,მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ მას მხარს უმრავი ადამიანი უჭერდა სპეცრაზმისთვის ამას ხელი ნამდვილად არ შეუშლია. 23 თებერვალს,მათ ალყაში მოაქციეს პარტიის ოფისი, შენობაში შეიჭრნენ ,როგორც სახურავიდან ისე პირველი სართულიდან და ნიკა მელია დააკავეს,თუმცა ეს მოხდა საკმაოდ მძიმე საშუალებებით,როგორიცაა არსებული ინვენტარის განადგურება და გაზის გაშვება,რომლის გამოც უამრავი ადამიანი შეუძლოდ გახდა. ყოველივე ამასთან ერთად კი ადგილზე 21 პირი დააკავეს.




თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართა,სადაც ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად ნიკა მელია არ დაუშვეს.

"პატიმრობა უნდა გაუქმდეს და ნიკა მელიას მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის, არც გირაო, ვინაიდან, რისკი ნიკა მელიას მიმალვის ან მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის არ არსებობს", — აცხადებდა კონდახიშვილი.

სხდომა გადაიდო 13 აპრილს ,11:00 საათზე,რადგან მოსამართლემ ბრალდებულს სხდომაზე დასწრების უფლება მისცა.

,,13 აპრილსა და მომდევნო პროცესებზე რაც იქნება თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან და არა სამართლებრივ განხილვებთან",განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.


საქმის პროკურორი თვლის,რომ ენმ,ნიკა და მისი მხარდამჭერები ხელოვნურად წელავენ საქმეს,რომელთა მიზანია ის პატიმრობაში რაც შეიძლება დიდხანს იყოს.ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა,თუმცა ეს საკითხი ნაკლებად განიხილება,რომელზეც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა განცხადება გააკეთა -,,ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც კი იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი. რეალურად ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანი არის, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მისი პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი.’’


13 აპრილს გაიმართა სასამართლო სხდომა,სადაც ნიკა მელიამ საქმის მოსამართლეს ასეთი სიტყვებით მიმართა : ,,თქვენ მე გამასამართლებთ უცილებლად, რომ მოინდომოთ... მაგრამ იცით რაშია თქვენი უბედურება, თქვენ მე გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს. არ არსებობს მე ამ საქმეზე ისტორიამ გამამტყუნოს".


"პარადოქსია და პარადოქსების ჩამონათვალში ერთ-ერთ ღირსეულ ადგილს დაიკავებს — ვართ სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზში, მიმდინარეობს სხდომა, რომელსაც მოსამართლე არ ესწრება"- განაცხადა მელიამ,რის შემდეგაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილისგან შენიშვნა მიიღო.


13 აპრილის სხდომა მელიას სასამართლო დარბაზიდან გაძევებით და მისი პატიმრობაში დატოვებით დასრულდა.ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით,ის ელოდა მოსამართლის ასეთ გადაწყვეტილებას და მელია ამ დღიდან არის არა პოლიტპატიმარი,არამედ პოლიტიკური ტყვე.


სასამართლო პროცესის შემდეგ ნიკა მელიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა,რომელშიც ღიად აცხადებს,რომ ის მომდევნო მოლაპარაკებების რაუნდისთვის სავაჭროდ შემოინახეს.


ვინ გადაიხდის გირაოს თანხას?


გირაოს გადახდის სურვილი რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა მათ შორის იყო ბესიკ ბოგველი ,,ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის’’ ხელმძღვანელი,ასევე გაჩნდა მოსაზრება,რომ თანხას ევროკავშირი გადაიხდის ,თუმცა ნიკა მელია თავის საქმეზე ვინმეს მიერ გირაოს გადახდის წინააღმდეგია.



ამ დროისთის ნიკა მელიას პატიმრობიდან განთვისუფლების ორი საშუალება არსებობს :


• ევროკავშირში შემავალი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს თანხას ,რის შემდეგაც ნიკას ნებისმიერ დროს შეეძლება საპატიმროს დატოვება;

• ან შეეხება ამნისტიის შეთანხმება,რის შემდეგაც მას ეპატიება მის მიერ ჩადენილი დანაშაული(20 ივნისის ღამესთან დაკავშირებული) და ამის შემდეგ დატოვებს საპატიმროს.



რა კომენტარს აკეთებენ მხარეები ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,რომ კანონპროექტის მიღებას არაფერი უშლის ხელს ახლა კი ნიკას გადასაწყვეტია მიიღებს ევროკავშირისგან გირაოს გადახდას თუ დაელოდება ამნისტიას.


,,ნიკა მელია თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო და სტაბილურობა, კი ბატონო, ცოტა ხანი იქნება, ამნისტიის კანონი დამტკიცდება და შემდეგ უკვე ამნისტიით ეპატიება ის სავარაუდო დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა’’


საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, მისი თქმით პროკურატურას აქვს შესაძლებლობა ნიკა მელიას საპატიმრო ყოველგვარი გირაოს გარეშე დაატოვებინოს.




ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ,,ქრონიკასთან’’ საუბრისას ნიკა მელიას მოუწოდებს გაითვალისწინოს ინიციატივა, სხვა შემთხვევაში მათ უამრავი ეჭვი გაუჩნდებათ.






20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

"თავს ვგრძნობ მოტყუებულად და დამცირებულადაც კი და რატომ? აღმოჩნდა, რომ გუშინდელი ხელმოწერილი დოკუმენტის მიღმა, შეთანხმება რომ შედგეს, აუცილებელია ერთი წინაპირობა შესრულდეს და რა არის ეს წინაპირობაა თურმე? ვიღაცამ უნდა გადამიხადოს გირაო მე გირაო და ამისთვის საჭირო ყოფილა ჩემი თანხმობა. არაფერი არ შეცვლილა ჩემთან მიმართებაში ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეს არის არა ჩემი აკვიატება, არა ახირება, არამედ იდეა", — აღნიშნა მელიამ.



საქმე კვლავ მიმდინარეობს,თუმცა რას გადაწყვიტავს მელია, მიიღებს თუ არა რომელიმე შეთავაზებას ჯერჯერობით უცნობია.


ავტორი: ნინო ლომიძე

21 views0 comments

Comments


bottom of page