top of page

სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება

Writer: Weekly Brief
Weekly Brief
Apr 17, 2021
1 min read

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რისკების თავიდან აცილების მიზნით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება, იმის მიუხედავად, რომ “კოვიდ 19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში პრემიერთან კონტაქტის გამო გადავიდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა.



ავტორი: ვასიკო ზუმბაძე

Comments


bottom of page