top of page
Writer's pictureWeekly Brief

რა მოელის დედამიწას თუ გრენლანდია დნობას გააგრძელებს

დედამიწის მთელი ისტორიის განმავლობაში კლიმატი მერყეობს, იყო მრავალი გამყინვარების ხანა, გლაციალური პერიოდები.

გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, სადაც 200-ზე მეტი უზარმაზარი მყინვარი მდებარეობს.


კუნძული ცნობილია თავისი მყინვარებით, მაგრამ გასულ წლებში, გრენლანდიის ყინულოვანმა საფარმა წარმოუდგენელი სისწრაფით დაიწყო დნობა. მისი ამ მაჩვენებლით დნობას მეცნიერები უახლოესი 50 წლის განმავლობაში არ პროგროზირებდნენ. გასული წლის ივლისის ბოლოს, ყინულის დნობამ მიაღწია მაჩვენებელს, რომელსაც კლიმატის მოდელი ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 2070 წლისთვის პროგნოზირებდა.



ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ბოლო მილიონი წლის განმავლობაში, გრენლანდიის ყინულის საფარი თბილ პერიოდებში იმდენი ხნით დნებოდა, რომ შესაძლებელი იყო აღმოცენებულიყო მცენარეულობა, სავარაუდოდ ტყეებიც კი. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დარწმუნებულნი, რომ კუნძულის ყინულები ადგილზე იქნებოდა სულ მცირე ბოლო ერთი მილიონო წლის განმავლობაში.


თუმცა საინტერესოა რას მიუთიებენ ახალი მტკიცებულებები?


გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 1,4 კმ სიღრმის ყინულის გაბურღვის შემდეგ ფსკერიდან აღებულ ნიმუშებში მეცნიერებმა უძველეს მცენარეთა მასალა აღმოაჩინეს. ეს მოხდა 1966 წელს, ცივი ომის სამხედრო ბაზაზე. ამოღებულ ნიმუშებს შორის იყო 14 მეტრი სიგრძის შლამიანი ყინული და 3,44 მეტრი სიგრძის გაყინული დანალექები ყინულის საფარის ქვეშიდან.


რატომ დადგა მანამდე მიღებული მოსაზრებები გრელნანდიის შეაახებ თავდაყირა???


დანალექებისთვის ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, მცენარეებში აღმოაჩინეს ალუმინის და ბერილიუმის უიშვიათესი იზოტოპები, რომლებიც მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც კოსმოსური სხივები შიშველ მიწას ურტყავს.




რას ნიშნავს ეს ყველაფერი???


ეს ფაქტი უტყუვრად მიუთითებს იმას, რომ რეგიონი მთლიანად გამდნარი ყოფილა, თანაც იმდენად დიდხანს, რომ კოსმოსურ სხივებს იზოტოპები წარმოეწმნა და მცენარეულობაც გაზრდილიყო. რადიონახაშირბადული და ლუმინესცენციური დათარიღებით, რომლითაც შეაფასეს, როდის მოხვდა ამ დანალექებს ბოლოს სინათლე- გაირკვა, რომ ყინული ბოლო მილიონო წლის განმავლობაშია გამდნარი



რა იწვევს ყინულის დნობას ამ შემთხვევაში?


მეცნიერი თომას მოუთის

განმარტებით, აღმოსავლეთ გრენლანდიაში დამბლოკავი შვერილი მდებარეობდა, რამაც დნობის პიკი გამოიწვია. მაღალი წნევის შვერილი სითბოს ზრდის და ხელს უშლის ნალექების წარმოქმნას. უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს მაღალი წნევის შვერილი უფრო გაძლიერდა, ვინაიდან კიდევ ერთი მაღალი წნევა შემოიჭრა აღმოსავლეთ შეერთებული შტატებიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთში ხანგრძლივი ცხელი და მშრალი პერიოდი გამოიწვია.




“2007 წლიდან დიდი დნობის სეზონების მთელი სერიის მომსწრე გავხდით. 1990-იან წლებამდე მსგავსი არაფერი გვინახავს.” აცხადებს თომას მოუთი


რას გამოიწვევს ყინულის დნობა უახლოეს მომავალში?


გასულ წელს გრენლანდიის დნობამ გამოიწვია ზღვის საერთო დონის 0,06 ინჩით აწევა. ეს თითქოს ბევრს არ ჰგავს, მაგრამ მეცნიერთა თქმით ეს განსაცვიფრებელი რაოდენობაა მსოფლიოს სიდიდის გათვალისწინებით.

როგორც დავინახეთ მტკიცებულეებები ნათლად მიუთითებს, რომ გრენლანდიის ყინულის საფარი, რომელიც ამჟამად კუნძულის 80 პროცენტს ფარავს, შეიძლება არც ისეთი მუდმივი იყოს, როგორც აქამდე გვეგონა. მეცინერთა პროგნოზით, თუ გრენლანდიის ყინულის საფარი მთლინად გადნება, ზღვის დონე მინუმუმიდან 7 მეტრით აიწევს და მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია შორეულია ადგილია, შეუძლია რეკორდული

სისწრაფით გადნობა და ოკეანეში იმდენი წყლის შეშვება, რომ ნიუ-იორკი, მაიამი და სხვა მრავალი სანაპირო წყლის ქვეშ აღმოჩნდეს.



“ეს კი სულაც არ გახლავთ 20 თაობის პრობლემა- პრობლემა გადაუდებელია და უახლოეს 50 წელიწადს ეხება.”

ამბობს ვერმონტის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი პოლ ბირმენი, რომელიც ამავე კვლევის თანაავტორია.






ავტორი: ქეთი ძნელაძე






72 views0 comments

Comments


bottom of page